ლაბორატორიაში მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა
პოლიტიკა - 17:45, 12 Dec, 2017     632

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩაატარა. ლაბორატორიას სოციალური მიმართულების კაბინეტის, გეოეკოლოგიის კლუბის წევრები ესტუმრნენ და ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. შეხვედრის დროს, მოზარდებს წარედგინათ შემეცნებითი პროგრამა, რომელიც მათ მომავალი პროფესიის არჩევაში დაეხმარებათ. სხვადასხვა დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მათ სპეციალურად მოზარდებისთვის შექმნილი ბროშურები და ლაბორატორიის სიმბოლიკიანი სუვენირებიც გადაეცათ.

შეხვედრის დროს, კლუბის წევრებს განემარტათ ბიოუსაფრთხოებისა და ლაბორატორიულ დანადგარებთან უსაფრთხო მუშაობის პრინციპები. ასევე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გასცნობოდნენ და თავადაც ჩართულიყვნენ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი, შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში განიმტკიცონ.

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახის ღონისძიებების მიზანია საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებების მიმართულების პოპულარიზაცია და ახალგაზრდული იდეების ხელშეწყობა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობა და ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელება დაგეგმეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42