როგორც "ნიუპოსტს" გაბაშვილმა განუცხადა, მერიაში გამოცხადებულია გამარტივებული კონკურსი 16 პოზიციაზე, რომელთა შენახვა ბიუჯერს თვეში 50750 ლარი უჯდება.
"რასაც აკეთებენ აბსოლუტურად გაუმართლებელია. მერიას ისედაც ჰყავს საკმაოდ დიდი შტატი და აქვს დიდი სამსახურები. რომლებიც წესით ამ საქმეს უნდა აკეთებდნენ. თუ მერის მრჩევლები კიდევ უფრო მაღალი ანაზღაურებით მოჰყავთ, საკითხების გადასაწყვეტად, მაშინ ჯობია მრჩევლებმა დაიკავონ ამ სამსახურის ხელმძღვანელების ადგილი. რა უნდა გააკეთოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თუ მის მრჩეველს ექნება 5600 ლარი. ჩამონათვალშია მერის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში, რომლის ანაზღაურება 3 600 ლარი უნდა იყოს და ასე შემდეგ. ეს არის ყველაფერი იმის საწინააღმდეგო, რასაც კალაძე წინასაარჩევნოდ ამბობდა, რომბიუროკრატიულ ხარჯებს შეკვეცდა. ახალი ბიუროკრატიის გაჩენა, მაშინ როცა ეს სამსახურები არსებობენ აბსოლუტურად გაუგებარია"- განაცხადა გაბაშვილმა.
კახი კალაძეს ადმინისტრაციული რესურსის ზრდაში ადანაშაულებს "ნაციონალური მოძრაობაც". მარიკა დათუკიშვილი ამბობს, რომ "თბილისის მერმა ნოემბერში შრომითი ხელშეკრულებით კიდევ 25 ადამიანი დაასაქმა, მათი ანაზღაურების ჯამური რაოდენობა მილიონ ლარს შეადგენს".


მასალის გამოყენების პირობები






