,,კალაძემ შრომითი ხელშეკრულებით კიდევ 25 ადამიანი დაასაქმა, მათი ანაზღაურების ჯამური რაოდენობა 1 მილიონი ლარია“
პოლიტიკა - 15:31, 12 Dec, 2017     2461
ოპოზიცია თბილისის მერს კახა კალაძეს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებს. მათი ინფორმაციით, ახლად არჩეული მერი შტატებს ზრდის.

საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მარიკა დათუკიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე კალაძის მერ ხელმოწერილი ორი განკარგულება წარადგინა, რომლითაც 25 პირი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმდა. განკარგულებებში მითითებული არ არის ამ პირთა კონკრეტული თანამდებობრივი პოზიცია. ისინი ძირითადად მერიის ადმინისტრაციასა და სხვადასხვა საქალაქო სამსახურებში დასაქმდნენ.

დათუკიშვილის ინფორმაციით, მერიის მიერ წარმოდგენილი მომავალი წლის ბიუჯეტში შრომითი ანაზღაურების მუხლი 15 მილიონი ლარითაა გაზრდილი.

"კალაძემ 20 და 29 ნოემბერს გამოსცა განკარგულებები, რომლითაც 25 ადამიანი თანამდებობებზე დანიშნა. მათი ანაზღაურების ჯამური რაოდენობა 1 მილიონ ლარს შეადგენს. თვეში ამ პირთა ხელფასი განსაზღვრულია 4 000-დან 5 600-ლარამდე. ეს ერთი მილიონი ლარი თბილისელებმა ჩვენი ჯიბიდან უნდა გადავუხადოთ კალაძესთან აფილირებულ ადამიანებს. იმ ფონზე, როდესაც ცხოვრება გართულდა, როდესაც უფასო სასადილოებში სოციალურად გაჭირვებული ადამიანების გამოსაკვებად 1,18 ლარის ნაცვლად მერია 1,13 ლარით აპირებს გამოკვებას. კალაძე თავისი სამეგობროსთვის ხელფასებს ზრდის.

საშტატო რიცხოვნობის და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა მომავალშიც, რომ მზარდი იქნება და კალაძე მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდება, ამაზე მეტყველებს ის, რომ უკვე მის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში, მუხლი რომლითაც შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანებისთვის თანამდებობრივი სარგოები უნდა გაიცეს, 15 მილიონი ლარით არის გაზრდილი. ეს ნიშნავს, რომ კალაძე პერმანენტულად გააგრძელებს თბილისის მერიის სტრუქტურებში თავისი ახლობელ-ნაცნობების დასაქმებას”, - განაცხადა დათუკიშვილმა.

ოპოზიცია, გენერალურ აუდიტორს მიმართავს დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42