მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა განახლდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დარბაზში შეკრებილებს კიდევ ერთხელ მიმართა და მის მიმართ წაყენებული ბრალდების აბსურდულობაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ნუთუ დღვანდელ ხელისუფლებას უკრაინელი სალხი სულელად მიაჩნია, რომ ეს აბსურდული ბრალდებები დაიჯეროს? რომ ორ ადამიანს - მიხეილ სააკაშვილსა და სევერიან დანღაძეს, ცარიელი ხელებით სურდათ უკრაინის ხელისუფლების დამხობა?
„ახლა ლაპარაკობენ მიზნებზე, არადა ჯერ აცხადებდნენ, რომ ისინი 3 საათში რადაში შეიჭრებიან, მერე, რომ ჩვენ გვინდა სისხლისღვრა, ძალადობა... ხონ ხედავთ, ყოველთვის ისინი ტყუოდნენ. ბატონებო თქვენ უკრაინელი ხალხს სულელად თვლით?“ - განაცხადა სააკაშვილმა.
„მე იურისტი ვარ. იურისტი ვიყავი ნიუ იორკში. არსად მსოფლიოში ადამიანი არ ჰყავთ შინაპატიმრობაში სამაჯურით იმიდ გამო, რომ ის ვინმემ არ მოკლას. ეს ისეთი იდიოტიზმია, ისეთი დებილობა, რომ სახელმძღვანელოებშია შესატანი,“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






