„თუ ასე ზრუნავთ ჩემზე და შიშობთ, რომ ФСБ მომკლავს, მაშინ დამინიშნეთ ორი დაცვა, უსაფრთხოების სამსახურის სამი მანქანა ისედაც სულ თან დამყვება. “- განაცხადა სააკაშვილმა.
„თუ მე უნდა დამიცვათ მაშინ წამიყვანეთ იზოლატორში! იქ ყველა მხრიდან მიცავენ. სათვალთვლოდან მიყურებენ, ტუალეტის თავთან კამერაა, თუმცა ეს საერთაშორისო კონვენციებით აკრძალულია.“- აღნიშნა საკაშვილმა.
სააკაშვილი მოსამართლეს ურჩევს, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს:
„იმ ადამიანებს შორის რომლებიც მე თავდებში მიდგებიან 80 %-ით დარწმუნებული ვარ რომ უკრაინის მომავალი პრეზიდენტი და პრემიერია. ეს თქვენი მხრიდან პრაგმატული იქნება.“ მიმართა სააკაშვილმა მოსამათლეს და აღნიშნა, რომ ის მოსამართლის ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაემორჩილება.
სასამართლოს შენობის მიმდებარედ, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, პოლიციელები 4 რიგად არიან განლაგებულნი და შენობასთან არავის უშვებენ. ადგლზე არიან აქტივისტებიც, რომლებიც დაშლას ჯერჯერობით არ აპირებენ.

მასალის გამოყენების პირობები






