„ეს განცხადება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, იმ პირთა მხრიდან, რომელიც მოხსენებულია და რომლებიც იმყოფებოდნენ მასთან ამ უკანონო შეთავაზებით. რადგან ეს უკვე საჯარო ინფორმაციაა, შესაბამისად პროკურატურას აქვს ვალდებულება ამაზე გამოძიების დაწყების.“- განაცხადა ველიჯანაშვილმა.
სახელმწიფო დაცვის სამსახურის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე პატიმრობაში მყოფ თავდაცვის მინისტთან ვიზიტს ადასტურებს, თუმცა ჩუბინიძე არ აკონკრეტებს როდის და რა თემაზე ისაუბრა ბაჩო ახალაიასთან. ამ თემაზე განცხადება ჩუბინიძემ რ2-თან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.
შეგახსენებთ, "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ბაჩო ახალაიამ განაცხადა, რომ მასთან გარკვეული გარიგებისთვის საკანში შესული იყო ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ივანიშვილის დაცვის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, რომლებიც გარდა სხვა საკითხებისა, საააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






