„ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 29,4 პროცენტით გაიზარდა“ - დიმიტრი ქუმსიშვილი
პოლიტიკა - 18:04, 11 Dec, 2017     1037

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ოქტომბერსა და პირველ 10 თვეში ქვეყნის მშპ-ს წინასწარი მაჩვენებლები შეაფასა, რომლის თანახმადაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის ოქტომბერში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.7 პროცენტი, 2017 წლის პირველი ათი თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელმა კი - 4.9 პროცენტი შეადგინა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა ექსპორტის ზრდის დინამიკა, რომლის თანახმადაც საქართველოდან სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი 92 პროცენტით, ფეროშენადნობების - 53 პროცენტით, მინერალური და მტკნარი წყლების - 45 პროცენტით და ღვინისა კი 40 პროცენტით გაიზარდა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წლის ოქტომბერში საქონლის წმინდა ექსპორტის კონტრიბუციამ მშპ-ს რეალურ ზრდაში დაახლოებით 1.6 პროცენტული პუნქტი შეადგინა. საქონლის რეალური წმინდა ექსპორტი დაახლოებით 9%-ით გაუმჯობესდა.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, მიმდინარე წლის ოქტომბერში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: დამამუშავებელი მრეწველობა - ზრდა 9.7%, წვლილი რეალურ ზრდაში 1.1 პროცენტული პუნქტი; საფინანსო საქმიანობა - ზრდა 13.4%, წვლილი რეალურ ზრდაში 0.4 პროცენტული პუნქტი; სასტუმროები და რესტორნები - ზრდა 20.2% , წვლილი რეალურ ზრდაში 0.4 და სხვ.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 29,4 პროცენტით გაიზარდა და 2,2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42