პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 15:31, 11 Dec, 2017     961
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის განვითარების ბანკის პრეზიდენტს ჭენ ჭძიესა და მის თანხმლებ დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებულად გამახვილდა ყურადღება პარტნიორობაზე, რომელიც არსებობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ისეთი გლობალური ინიციატივის მასშტაბით, როგორიცაა „ერთი სარტყელი - ერთი გზა“.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივის ძირითად პრინციპებს საქართველო მხარს უჭერს. მისი თქმით, საქართველოისტორიული აბრეშუმის გზის ნაწილია, იმ მარშრუტს კი, რომელიც გადის საქართველოზე, უკვე აქვს საერთაშორისოდ აღიარებული სახელი და ცნობილია, როგორც „შუა“ ან „ცენტრალური“ კორიდორი.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის საკითხები „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში. აღინიშნა, რომ ჩინეთის განვითარების ბანკს 30 მლრდ აშშ დოლარზე მეტი აქვს გამოყოფილი აღნიშნული ინიციატივის მონაწილე ქვეყნებში პროექტების დასაფინანსებლად. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საქართველოში ჩინეთის განვითარების ბანკის რეგიონალური ოფისის გახსნის შესაძლებლობაზე.

აღინიშნა, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა ჩინური კომპანიების, მათ შორის, საბანკო ინსტიტუტების ინტერესისაქართველოს მიმართ. ასევე განხილული იქნა ჩინეთის განვითარების ბანკის კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებები და პროექტები. აგრეთვე ის მხარდაჭერა, რომელსაც აღნიშნული საფინანსო ორგანიზაცია ჩინურ კომპანიებს საქართველოს საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობის შემთხვევაში აღმოუჩენს.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობაზე ჩინურ მხარესთან ერთობლივი ეკონომიკური, ინდუსტრიული დასხვა სახის თავისუფალი ზონების შექმნის მიმართულებით და აღნიშნა, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის თანახმადაც საქართველო და ჩინეთი ხელს შეუწყობენ ჩინური საწარმოების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური ზონების მშენებლობას და თანამშრომლობას საწარმოო შესაძლებლობების სფეროში. ეკონომიკური ზონები მოიცავს ინდუსტრიულ ზონებს, ინდუსტრიულ პარკებს, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ პარკებს, ინდუსტრიული კლასტერების პარკებს, სპეციალურ ეკონომიკურ ზონებსა და თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42