„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ უკრაინაში განვითარებული პროცესები და პიჩორის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე პროცესი შეაფასა. დეკანოიძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართა:
“ვიცი, რომ ქართული ოცნების შავი სიზმარია სააკაშვილის წარმატება უკრაინაში, მინდა გავაფრთხილო ის სამარცხვინო ადამიანები და არარაობები, მაგალითად მდინარაძე, ვიკა დოლიძე, თქვენ არაფერი არ ხართ, ეს არის ადამიანი, რომელიც გახლავთ რეგიონალური ლიდერი, მისი გზა გამარჯვებით დამთავრდება, თქვენ კი ხართ ნული, არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ თქვენ არავინ გისმენთ და არც მოგისმენთ. ყველაფერი ეს არის ძალიან დიდი ბრძოლის ნაწილი მისი ლიდერობით.
აუცილებლად დამთავრდება ოლიგაქრიული რეჟიმი, უკრაინაში ეს გადაწყვეტილია უკვე, უკერაინის ხელისუფლ;ებას არ აქვს არავითარი გამართლება საერტაშორისო პარტნიორების წინაშე. ის გამარჯვება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს უკრაინაში, ეს არის გამარჯვება საქართველოში. მოვუწოდებ ყველა იმ არარაობას, გაჩუმდნენ, თავი დაღუნონ და რეალურად იფიქრონ იმაზე, თუ რა არის საქართველოს უკეთესი მომავალი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






