„ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო უკრაინასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ:
“მიხეილ სააკაშვილი არის საბრძოლო განწყობით და ის არის ადამიანი, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს. უკრაინაში არის განწყობა, როდესაც ხელისუფლება ადგას მარგინალიზაციის გზას, არ უსმენს საერთაშორისო პარტნიორებს, როდესაც უტევს არა მხოლოდ სააკაშვილს, არამედ ყველა იმ ინსტიტუტს, რომელიც იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ და ის აპატიმრებს მიხეილ სააკაშვილს. უკრაინელი ხალხის განწყობა არის ძალიან სერიოზული და ის, რომ აუცილებალდ მოხდეს იმ ღირებულებების გამართლება, რომელიც იყო მაიდანზე.
მსურს მივმართო ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომელიც აწარმოებს დიდიხანია მოლაპარაკებას, ახლა ჩემი უტყუარი ინფორმაციით მიდის ინტენსიური მოლაპარაკებები, რომ როგორმე სააკაშვილის ექსტრადირება აქ მოხდეს, არ გეგონოთ რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება შემოიფარგლება მწვავე განცხადებებით მხოლოდ, არ გაბედოთ უკრაინის ოლიგარქიულ რეჟიმთან შეთანხმება, ეს იქნება ქართული დემოკრატიის საბოლოოდ დასამარება, საბოლოო წერტილი, როცა ოცნების ხელისუფლება დამთავრდება. ის მოლაპარაკებები, რომელიც მიდის ბიძინა ივანიშვილსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის, ეს იქნება დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ამას არ დავუშვებთ" - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






