მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ჩაერთო.
"ყველა ლიდერი მოვიდა, გუშინ გამოვიდა მთელი კიევი.
არასოდეს, არავის გულისთვის ამდენი ადამიანი ქუჩაში არ გამოსულა. ჩემთვის არ გამოსულან ბუნებრივია, მაგრამ , მაგრამ გუშინ დადგა მაიდანი პირველად მაიდნის შემდეგ. ეს აღარ არის ხუმრობა. ეს არის დიდი ძალა. რამდენიმე ღამე ეს ხალხი მითევდა, როცა დამაპატიმრეს. ერთ ადამიანს გამოგლიჯეს სანთებელა, თავს იკლავდა... ნუ ძალიან მაგარი ხალხია. წარმოუდგენლად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, მათი გმირობის" -განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა ქართველ მხარდამჭერებსაც მიმართა.
"ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მათგანს. მიყვარხართ ! ჩემი ცხოვრება, ჩემი გული არის თქვენთან. საქართველო მიყვარს სიცოცხლეზე მეტად, ეჭვიც არ შეგეპეროთ ამაში.
რაც შეეხება კიევს, იმდენი ხალხი გამოვიდა ქუჩაში, ჩემს დაპატიმრებას ვერ ბედავენ. ცდილობენ შინაპატიმრობას" - დასძინა მან.
მასალის გამოყენების პირობები






