პარტიის წევრები ადგილზე სპეციალურად დამონტაჟებული ეკრანის მეშვეობით მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს უკრაინიდან პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმით ადევნებენ თვალს.
"პოროშენკო ისევე როგორც "ქართული ოცნების" ხელისუფლება თავიდან ბოლომდე გასულია სამართლებრივი რეჟიმიდან. პოროშენკო სისტემურად უკვე დასრულებულია, უკრაინაში პრაქტიკულად არ არსებობს ხელისუფლება. ისინი სასამართლო პროცესსაც ვერ ატარებენ. სააკაშვილმა, თავისი აქტივობებით უკრაინის პრეზიდენტს ძალიან დიდი შეცდომები დააშვებინა - დაწყებული მოქალაქეობის ჩამორთმევით, გაგრძელებული მისი გატაცებით, რასაც ბოლო დღეებში ადგილი ჰქონდა. პოროშენკომ საკუთარი თავი ისეთ სპირალში შეიყვანა, საიდანაც მას კარგი არჩევანი უბრალოდ არ დარჩა. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მან, მოცემულობა ერთია - ბატონი სააკაშვილი დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, მას უჭირავს ანტიკორუფციული ბრძოლის დროშა, ის ლიდერია ამ ბრძოლის, ამიტომ პოროშენკო ამ ბრძოლაში დამარცხებულია"- განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, უკრაინის სახელმწიფო მანქანა ჭაობშია ჩაფლული.
"სააკაშვილმა პროცესი გამოაცოცხლა, პოროშენკოს წასვლა დროის საკითხია. სააკაშვილის სახლში გამომწყვდევა არის გამორიცხული"- ამბობს ენმ-ს ლიდერი.
მასალის გამოყენების პირობები






