„ყველას შეიძლება არ ესმოდეს, რომ გარემოს დაცვა საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა“ - იანოშ ჰერმანი
პოლიტიკა - 13:56, 11 Dec, 2017     1123

საქართველოში ევროკავშირის წამომადგენლობის ხელმძღვანელის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, ყველას შეიძლება არ ესმოდეს, რომ გარემოს დაცვა საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე ჰერმანმა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ასოცირების შეთანხმება ერთ წელზე მეტია, ძალაში შევიდა. ეს არის ძალიან კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც სერიოზულ ტრანსფორმირებას გულისხმობს ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით. რა შთაბეჭდილებები გვაქვს ამ პროცესთან დაკავშირებით? ჩვენ გარედან ვაკვირდებით ამ პროცესს იმიტომ, რომ ეს თქვენ მიერ განსახორციელებელი საქმიანობაა. ამ პროცესის წარმატება მეტწილად დამოკიდებულია თქვენზე. ამ პროცესმა შესანიშნავი შედეგები გამოიღო, მაგრამ არის საკითხები, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. თქვენ ახლა შედიხართ რეფორმების ისეთ ეტაპზე, როდესაც კონკრეტული გადაწყვეტილებები უფრო და უფრო რთული ხდება. რატომ? იმიტომ რომ ზოგჯერ ამ ნაბიჯების განხორციელება მოითხოვს გარკვეული მსხვერპლის გაღებას. ზოგჯერ ძალიან რთულია ამ რეფორმების პროცესის განხორციელება იმიტომ, რომ ეს მოითხოვს მენტალობის შეცვლას და ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ ძალისხმევას ლიდერების მხრიდან. ავიღოთ თუნდაც გარემოს დაცვა. ყველას შეიძლება არ ესმოდეს, რომ გარემოს დაცვა არის გადამწყვეტი მნიშვნელობის დღევანდელი საქართველოსთვის. კი, გადამწყვეტია, ვგულისხმობ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობიდან გამომდინარე. პოლიტიკური მოთამაშეები, სამოქალაქო საზოგადოება თუ ერთობლივი ძალისხმევით შევცლით აზროვნებას და გადავალთ სხვა მიდგომებზე, რომ უფრო მეტად დავიცვათ გარემო, რომ ენერგოეფექტურობა იყოს უზრუნველყოფილი, სამშენებლო კოდექსის და წესების თვალსაზრისით ვიმუშავებთ უკეთესად, უკვე ბევრს მივაღწევთ. გულწრფელად რომ ვთქვათ, სწორედ ეს არის ევროპასთან დაახლოება“, - განაცხადა ჰერმანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42