"ადვოკატთა ასოციაციის სირცხვილი, არჩევნების ჩაშლას ცდილობდა" - ხატიაშვილი ადვოკატთა კორპუსიდან დავით ლანჩავას მოკვეთას ითხოვს
პოლიტიკა - 12:22, 11 Dec, 2017     1930
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ადვოკატ დავით ლანჩავას არჩევნების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს.

როგორც ზაზა ხატიაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, დავით ლანჩავას ადვოკატთა კორპუსიდან უნდა მოიკვეთოს.

"ყველამ ნახა, როგორ შემოვარდა ლანჩავა, ჩქარა შუქი ქრებაო. 20 კაციანი დაცვა გვყავდა მობილიზებული, რომლებმაც გადაიტანეს ყუთები. იქ არჩევნები ვერ გაყალბდებოდა. ლანჩავა შეეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ეს არის სამარცხვინო ფაქტი. ადვოკატთა ასოციაციის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ კანდიდატი შემოვარდნილიყოს და ეყვიროს, არჩევნები ყალბდება და შუქი უნდა ჩაქრესო. შუქი არ წასულა. ეს იყო პოვოკაცია არჩევნების ჩაშლის მიზნით. მე ვაპირებ შევხვდე ყველა ადვოკატს, ვაჩვენო ლანჩავა რას აკეთებდა და ჩვენ ყველამ, დავით ლანჩავა უნდა მოვკვეთოთ ადვოკატთა კორპუსიდან.

დავით ლანჩავა არის ადვოკატთა ასოციაციის სირცხვილი. ყველამ ნახა, რომ არჩევნები სუფთად ჩატარდა, ამიტომ მე ვპირდები დავით ლანჩავას, ყველა ადვოკატს ვაჩვებებ, როგორ შლიდა არჩევნებს და საერთოდ, არც ერთი ადვოკატი, რომელსაც ღირსება ექნება, მას გამარჯობას აღარ ეტყვის", - აღნიშნა ხატიაშვილმა.

ცნობისთვის, ლანჩავა ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამ პროცესში უშუალო მონაწილეობას იღებდა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

ზაზა ხატიაშვილმა ბრალდების საპასუხოდ ამბობს: „კომისიის ერთ-ერთ წევრს აღმოაჩნდა ბიულეტენები და როცა ასოციაციის თავმჯდომარემ ეს გაიგო, გამოართვა და ადვოკატ ირმა ჭკადუას მისცა იმისთვის, რომ რაიმე კითხვები არ გაჩენილიყო“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42