"საქართველოს საზოგადოება ყოველთვის იყო და არის ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა"- კობახიძე
პოლიტიკა - 12:20, 11 Dec, 2017     851
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონფერენციაზე - „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ სიტყვით გამოვიდა.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტს, მთავრობასა და სამოქალაქო სექტორს ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებების აღიარება მიულოცა. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ენერგია ევროატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნისკენ უნდა იყოს მიმართული.

„საქართველო უკვე უპირობოდაა აღიარებული „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად, თუმცა, ეს ჩვენი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, რომ ჩვენი ურთიერთობების მზარდი ინტენსივობა ევროკავშირთან სრულფასოვანი წევრობით დაგვირგვინდეს.

ევროატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გარანტია იქნება, ამიტომაც, ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ინტერესები და ენერგია ამ მიზნის შესრულებისკენ უნდა იყოს მიმართული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მომავლის თაობაზე გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა თავად მის წევრ ქვეყნებს შორის არსებობს, ქართული საზოგადოება ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს სულ უფრო მეტად იზიარებს. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა კი, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოველთვის იყო და არის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება.

„ჩვენი საზოგადოება სულ უფრო მეტად იზიარებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს, რაც ნიშნავს, რომ დასავლური თანამეგობრობის წევრობა ხელისუფლების სურვილი კი არა, ხალხის თავისუფალი ნების გამოვლინებაა. სასიხარულოა, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება არ არის მხოლოდ ხელისუფლების მიზანი და საზრუნავი. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის იყო და არის ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის აზრების გაცვლა და ძალისხმევის კოორდინირება მისასალმებელია და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ ევროკავშირს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ იანოშ ჰერმანს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება კოორდინაციისა და მჭიდრო თანამშრომლობის მაგალითია. მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების განსახილველად ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს პარლამენტში შეიკრიბა, რადგან, პარლამენტი იყო თანამედროვე ქართული დემოკრატიის აკვანი და რჩება საქართველოში დემოკრატიის მთავარ საყრდენად.

ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან ასოცირების საკითხების განხილვაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობაზეც ისაუბრა და განაცხადა, აღნიშნული ზრდის ევროკავშირთან დაახლოების პროცესისა და მისი შედეგების ლეგიტიმურობის ხარისხს.

„თქვენი მონაწილეობა ევროკავშირთან ასოცირების საკითხების განხილვაში რამდენიმე თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი. უპირველეს ყოვლისა, თქვენი ენერგია და ენთუზიაზმი, მართვის უნარი და კომპეტენცია საქართველოს მოსახლეობისთვის და ევროკავშირის ქვეყნებისთვის იმის ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველო სწრაფად ვითარდება და მალე შეძლებს მიაღწიოს ევროკავშირის წევრობისათვის საჭირო სტანდარტებს.

თქვენი მოსაზრებები და რეკომენდაციები დიდ სამსახურს უწევს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას საჭირო საკანონმდებლო ბაზისა და პოლიტიკის შემუშავებაში, რითაც იზრდება ხელისუფლების წარმატებისა და ეფექტურობის დონე.

თქვენი მონაწილეობა ევროკავშირთან დაახლოების პროცესში ზრდის ამ პროცესისა და მისი შედეგების ლეგიტიმურობის ხარისხს და ბევრად მეტ ადამიანს აძლევს ამ ისტორიულ საქმეში ჩართვის საშუალებას.

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში ჩვენს საერთო მიზნებს ემსახურება - მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და ყველა ადამიანისა და სოციალური ჯგუფის შესაძლებლობების გამოვლენისათვის უკეთესი ვითარების შექმნას.

ასე, რომ ჩვენ ევროკავშირთან დაახლოების პროცესში პარტნიორები ვართ და პარტნიორები უნდა ვიყოთ“,- მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის სახელით, შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა. „ველით თქვენს აქტიურ ჩართულობას და მონაწილეობას, რომლის გარეშეც პარლამენტსაც და მთავრობასაც ძალიან გაუჭირდებოდა საქართველოს მოსახლეობის არჩევანის წარმატებით შესრულება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაში მონაწილეობას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42