„პიქსელის“ საპირფარეშოები ბევრად უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე სოფლის „უბორნიები“
სოც.მედია - 21:31, 10 Dec, 2017     5604

„პიქსელი“ არის ერთ-ერთი საშინელი სავაჭრო ცენტრი“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ „აიფონპლიუსის“ პიარმენეჯერი გოგა თირქია წერს და იმის შესახებ ყვება, რაც „პიქსელის“ საპირფარეშოებში ხდება. ამასთან, „ფეისბუკმოხმარებელი“ ფოტოსურათებსაც აქვეყნებს და მკითხველს ბოდიშსაც უხდის:

„ბოდიშს გიხდით, რომ ამ ფოტოებს და ტექსტს გიზიარებთ. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ქვეყანაში და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამის შესახებ აქ დამეწერა და ფოტოები მეჩვენებინა.

წლებია, დედაქალაქის ცენტრში, „პრესტიჟულ ადგილზე“, სავაჭრო ცენტრ „პიქსელში“ განთავსებულია ჩემი სამსახურის iPhone+ის ოფისები. არამხოლოდ iPhone+ის, აქ განთავსებულია ჯეოსელის, ნექსთის, დიოჯის, ბალდის, გუდვილის და სხვა ცნობილი ბრენდების მაღაზიები. ამ სავაჭრო ცენტრში განთავსებულია საელჩოებიც და ცნობილი ორგანიზაციების სათაო ოფისებიც, აქ დადის ძალიან ბევრი ადგილობრივი, თუ უცხოელი დამთვალიერებელი თუ ვიზიტორი.

სავაჭრო ცენტრს გარედან რომ შეხედავ, არქიტექტურულად ლამაზი და მიმზიდველია - გეომეტრიული ფიგურებით აწყობილი შუშის მაღალი შენობაა.

ზემოთ რაც დავწერე, ხომ ძალიან კარგია, მაგრამ რეალურად, „პიქსელი“ არის ერთ-ერთი საშინელი სავაჭრო ცენტრი, ოღონდ არამხოლოდ თბილისში, არამედ მესამე სამყაროს ქვეყნებშიც არ მოიძებნება მსგავსი ანტისანიტარია, რაც „პიქსელის“ საპირფარეშოებში ხდება.

სავაჭრო ცენტრის საპირფარეშოები ბევრად უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ნებისმიერი კანალიზაციის არმქონე სოფლის ორღობეებში განლაგებული „უბორნიები“.

მაგალითად, მამაკაცის საპირფარეშოში მუშაობს მხოლოდ ერთი კაბინა, რომელსაც ჩარეცხვის ფუნქცია არ აქვს (არ ვაჭარბებ - ჩასარეცი არ მუშაობს); დაზიანებულია უნიტაზი, რომლიდანაც ფეკალური მასები პირდაპირ იატაკზე მოედინება; არ ვსაუბრობ, რომ მხოლოდ ერთი ონკანია, რომელთანაც ყოველთვის რიგია; სრულიად დარღვეულია ჰიგიენის მინიმალური სტანდარტები; გარდა ამისა, არაადამიანურად მაღალია ტემპერატურა ზამთარში, არაადამიანურად დაბალია ტემპერატურა ზაფხულში.

საპირფარეშოს შესახებ არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია აქვს სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციას, დაიწერა არაერთი განცხადება, ინფორმაცია ორგანიზაციებმა მივაწოდეთ წერილობითაც, გამოძახებული იყო საპატრულო პოლიციაც, მაგრამ რეაგირება არის ნული.

უარესიც, სავაჭრო ცენტრმა გაუმართავი საპირფარეშო, რამდენიმე დღით დაკეტა. სავაჭრო ცენტრს ზედა სართულებზე აქვს უკეთეს მდგომარეობაში მყოფი საპირფარეშოები, თუმცა ამ შენობის 1-ელ, მე-2, მე-3 სართულებზე მომუშავე ადამიანებს არ აძლევს საშუალებას სხვა სართულზე მდებარე საპირფარეშოთი ისარგებლონ, წარმოგიდგენიათ, რომ პირველადი მოთხოვნილების დაკმაყოფილება არ შეეძლო დასაქმებულ ათასობით ადამიანს?!

ამჟამად, მასიური პროტესტის გამო „პიქსელი“ იძულებული გახდა, გაეხსნა მოუწესრიგებელი საპირფარეშო.

აქ ვდებ ფოტოებს, რომელიც აღწერს იმ მდგომარეობას, რაც ზემოთ მოგიყევით.

არ დაგავიწყდეთ, რომ სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციას არ ავიწყდება უზარმაზარი თანხების მიღება იმ ორგანიზაციებიდან, რომელთა ობიექტებიც განთავსებულია ამ სავაჭრო ცენტრში და მომსახურების გადასახადი არ არის ოთხნიშნა ციფრი - ძალიან დიდი თანხაა.“

გამარჯობა, დღეს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა - შესაძლოა ფუნდამენტური უფლებები - სიცოცხლის და არჩევანის თავისუფლება ჩემს გარშემო დაცული იყოს, მაგრამ პირველადი მოთხოვნილების დაკმაყოფილების უფლების მნიშვნელობის აუცილებლობას, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ ხვდება.

ნუ გაგიკვირდებათ, როდესაც ბრიტანეთი თავის მოქლაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში საპირფარეშოების მოუწერსიგებლობის გამო შესაძლოა სერიოზული ინფექცია აიკიდონ. მართალს ეუბნებიან, ვისაც არ გჯერათ, დედაქალაქის ცენტრში, "პიქსელში" შემოიარეთ.

საშინლად დაბალია საპირფარეშოების ჰიგიენის დაცვის სტანდარტი ზოგადად ქვეყანაში.

სირცხვილია და გაუგებარია, როგორ უნდა შეაგნებინო „პიქსელის“ და მსგავის ორგანიზაციების ხელმძღვანელობას, რომ ელემენტარული პირობების დაკმაყოფილება ადამიანის უფლებაა.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42