მას შემდეგ,რაც „რედინგმა“ თამაში 4:0 წაიყვანა, „არსენალმა“ შეძლო ანგარიშის გათანაბრება,ხოლო დამატებით დროში გამარჯვების მოპოვება! მატჩი ასე განვითარდა:კოსიელნის ავტოგოლს მოჰყვა რობერტსის,ლეიგერტვუდისა და ჰანტის გოლები. მეთოფეებმა ბოლომდე იბრძოლეს, შედეგად, ძირითადი დროის ამოწურვამდე, უოლკოტის ორი,ხოლო ჟირუსა(89) და კოსიელნის(96) თითო გოლი დაფიქსირდა. დამატებით დროში შამახმა სტუმრები დააწინაურა,ხოლო პოგრებნიაკმა გაათანაბრა. თუმცა ბოლო წუთებში, თეო უოლკოტმა(120) და შამახმა(123) საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 5:7. „სიმართლე გითხრათ, მეორე ტაიმში ჩვენი გადარჩენის მჯეროდა,“- განაცხადა „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა.
საინტერესოა, რომ ინგლისის ლიგის თასის შემდეგ ტურში, „არსენალის“ მეტოქე „ჩელსი“ – „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გამარჯვებული იქნება. ეს უკანასკნელი, დღეს გაიმართება.
იხილე ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=lXFs2VwDB7Y
მასალის გამოყენების პირობები






