„საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, კასრების საქმე თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებულია” - ბაჩო ახალაია
პოლიტიკა - 22:31, 09 Dec, 2017     2761
„არც შინაგან საქმეთა სამინისტროში და არც თავდაცვის სამინისტროში არანაირი არქივი არასდროს არ ყოფილა. ჩემს გარდა, იქ სხვა მინისტრებიც იყვნენ,“ - ეს განცხადება ბაჩო ახალიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოგადაღების ბრალდებებთან დაკავშირებით ,,კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

ე.წ. მატროსოვის ციხიდან შაბათის კურიერთან სატელეფონო ინტერვიუში ბაჩო ახალაია აღნიშნავს, რომ მეგის ქარდავას არქივი არ გაუკეთებია.

„თუ რამე ამ ადამიანს აქვს დაშავებული, როგორც ყველა დანარჩენმა, მათ შორის, როგორც მე, როგორც ნებისმიერმა სხვამ, უნდა აგოს კონკრეტულ დანაშაულზე პასუხი. ახლა ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ ადამიანისგანაც ქმნიან, რაღაც სახელის და გვარის გამო აწებებენ და აწებებენ,“ - განაცხადა ახალაიამ.

კასრების საქმესთან დაკავშირებით საუბრისას ახალაია აღნიშნავს, რომ ეს საქმე ფალსიფიცირებულია.

„საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, სხვათა შორის, რომ თვითონ კასრების საქმე თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებულია. როგორ, რანაირად, არ ვიცი, მაგრამ ზუსტად შემიძლია, გითხრათ, რომ ასეთი სიგიჟე საფუძვლიანად მიმაჩნია ფალსიფიცირებულად,“ - აცხადებს ახალაია.

მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დადგინდება სწორედ სიმართლე, ვინ რა საქმეში არის რეალურად დამნაშავე.

წყარო: rustavi2.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42