სააკაშვილის დაპატიმრება და მოსალოდნელი სცენარი - ენმ-ის გეგმები პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი
პოლიტიკა - 18:29, 09 Dec, 2017     1233
ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმაზე პოლიტსაბჭოს ფორმატში მსჯელობს.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის ზაზა ბიბილაშვილის თქმით, მოძრაობა ყველანაირ სცენარს განიხილავს და შესაბამისი მოქმედებისთვისაც მზად არის.
"ეს შეხვედრა ეძღვნება იმ მოვლენებს, რომელიც ბოლო 24 საათის განმავლობაში ვითარდება კიევში. იმ ლაჩრულ საქციელს რომელსაც ვხედავთ უკრაინის ოლიგარქიული ხელისუფლებისგან. მინდა ყველას და პირველ რიგში საქართველოს ოლიგარქს - ივანიშვილს ვუთხრა, რომ ნაციონალური მოძრაობა ყველანაირი სცენარისთვის მზად არის. დღეს განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტებს, მზად ვართ მოვლენების ყველანაირი განვითარებისთვის. აქვე მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო იმ ადამიანებს რომლებიც უკრაინაში კორუფციული და ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ იბრძვიან, დარწმუნებული ვარ რომ უკრაინასა და საქართველოში კეთილსინდისიერი ძალები გაიმარჯვებენ. სააკაშვილი ამბობს, რომ მისი სიცოცხლე ეკუთვნის უკრაინას და საქართველოს. მისი სიცოცხლე არის იდეა, ბრძოლა ანტირუსული, კორუფციული ინტერესების წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში უკრაინელი და ქართველი ხალხი აბსოლუტურად ერთიანია ჩვენი ხალხები ამ ბრძოლაში ძალიან მალე გაიმარჯვებენ"- აღნიშნა ბიბილაშვილმა.
ზურაბ მელიქიშვილის თქმით, პარტიის სამოქმედო გეგმა სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

"ნაციონალური მოძრაობა" ბოლო დღეების განმავლობაში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. საგანგებოდ მოვიწვიეთ მმართველი პოლიტიკური საბჭო, რათა საბოლოოდ შევჯერდეთ ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც შესაძლებელი იქნება, რომ გადაიდგას ჩვენი მხრიდან იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც გაჩნდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ოლიგარქმა დააკავა. განხილული იქნება ყველა ის შესაძლო სცენარი, რომელიც ადეკვატურ პასუხს მოითხოვს უშუალოდ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან", - განაცხადა მელიქიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42