სტრასბურგის სასამართლომ საქმის − „რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ − დასაშვებობის განხილვა დაიწყო
პოლიტიკა - 16:46, 09 Dec, 2017     2577
სტრასბურგის სასამართლომ საქმის − „რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ − დასაშვებობის განხილვა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას, იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.


„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის − „შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ − დასაშვებობის განხილვა 2017 წლის 28 ნოემბერს დაიწყო“, − ნათქვამია სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის წერილში. საქმეში ოთხი მომჩივანია: 1. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“; 2. შპს „ტელეკომპანია საქართველო“; 3. ლევან ყარამანიშვილი; 4. გიორგი ყარამანიშვილი.

სტრასბურგის სასამართლო თავის წერილში საქართველოს მთავრობას კითხვებს უსვამს თითოეულ მომჩივანთან მიმართებით. მოცემულ საქმეზე „რუსთავი 2“ პირველი მომჩივანია და მასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლო, სხვებს შორის, განიხილავს საკითხს − შეიძლება თუ არა, კომპანია დაზარალებულად ჩაითვალოს და ამოწურა თუ არა მან შიდა გასაჩივრების გზები, ვიდრე ევროპულ სასამართლოს მიმართავდა.

კერძოდ, სასამართლოს კითხვებია:

1. მას შემდეგ, რაც ქ. ხ.-მ 2016 წლის 7 ივნისს უკან გაიხმო პირველი მომჩივნის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი, ამ უკანასკნელმა ძირითად საქმეში (საკუთრების დავა) აშკარად დაკარგა მოპასუხის სტატუსი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც გავლენას ახდენდა მის ინტერესებზე, გაქარწყლდა (იხილეთ ფაქტობრივი გარემოებების 137-ე პარაგრაფში ციტირებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლი). ამ გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება თუ არა პირველი მომჩივანი განხილულ იქნეს დაზარალებულად და ამოწურა თუ არა მან გასაჩივრების შიდასამართლებრივი ყველა საშუალება სარჩელის უზრუნველყოფის პროცედურებთან დაკავშირებული მე-6, მე-10, და მე-18 მუხლების, აგრეთვე, პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის საფუძველზე მისი მრავლობითი სასარჩელო მოთხოვნის მიზნებისთვის, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის 34-ე მუხლი და 35-ე მუხლის პირველი პუნქტი?

1.1 ამასთან დაკავშირებით, შიდა კანონმდებლობის თანახმად, შესაძლებელი იყო თუ არა მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ 2015 წლის 5 აგვისტოს ბრძანების გასაჩივრება მაშინ, როდესაც ძირითად საქმეში პირველი მომჩივანი არ იყო მხარე?

1.2 პირველმა მომჩივანმა ითხოვა თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე - 92-ე მუხლების საფუძველზე ძირითად საქმეში (საკუთრების დავა) მესამე პირად ჩართვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ან უზენაეს სასამართლოში?

2. კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სამოქალაქო ნაწილში შეიძლება თუ არა გამოყენებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან მიმართებით (იხ. Micallef v. Malta [GC], 17056/06, §§ 83-86, ECHR 2009)?

2.1 დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებები წარიმართა თუ არა სათანადო პროცედურული სამართლიანობის დაცვით კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ?

2.2 კერძოდ, პირველი მომჩივნის შესაბამისი ბრალდებების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ მოსამართლე თ.უ. (პირველი ინსტანციის სასამართლოში), უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ.თ. იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი?

3. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროცედურებში დაირღვა თუ არა პირველი მომჩივნის გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით, მისი უფლება, რომ გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები კონვენციის მე-10 მუხლის საწინააღმდეგოდ?

3.1. კერძოდ, შეიძლება თუ არა დადასტურებული კავშირი არსებობდეს სარჩელის უზრუნველყოფის პროცედურებსა და სახელმწიფოს მხრიდან პირველი მომჩივნის სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვის სავარაუდო მცდელობას შორის? „რუსთავი 2“-ის აქტივებზე ყადაღის დადება, რაც, სავარაუდოდ, მისი ფინანსური მდგრადობის მთავარი ხელშემშლელი ფაქტორია, წარმოადგენს თუ არა არხის თავისუფლებაში ჩარევას − გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები?

4. იყო თუ არა „რუსთავი 2“-ის აქტივებზე ყადაღის დადება პირველი მომჩივნის საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლებაში ჩარევა პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მნიშვნელობით? დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეს ჩარევა იყო თუ არა აუცილებელი საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისთვის?

4.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე და 1991-ე მუხლების გათვალისწინებით, იყო თუ არა „რუსთავი 2“-ის აქტივებზე ყადაღის გაგრძელება კანონიერი მას შემდეგ, რაც ის აღარ წარმოადგენდა მოპასუხე მხარეს საქმეში?

5. პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის ბუნების გათვალისწინებით, კერძოდ, რაც შეეხება ამ დებულებით გათვალისწინებული პირდაპირი ან ნაგულისხმევი შეზღუდვების საკითხს, შეიძლება თუ არა მე-18 მუხლის გამოყენება ამ უკანასკნელ დებულებასთან მიმართებით?

5.1. დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის პროცედურებთან დაკავშირებით, რა მიზანსა თუ მიზნებს ისახავდა ხელისუფლება კონვენციის მე-10 მუხლისა და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ სავარაუდოდ დაწესებულ შეზღუდვებთან მიმართებით? უფრო კონკრეტულად, განსხვავდებოდა თუ არა რომელიმე მიზანი ამ უკანასკნელი დებულებით დაშვებული შეზღუდვის მიზნებისგან? რომელი იყო ძირითადი, თუ ხელისუფლება ერთზე მეტ მიზანს ისახავდა? დაირღვა თუ არა მე-18 მუხლი კონვენციის მე-10 მუხლთან ან პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან ერთობლიობაში?

დანარჩენ მომჩივნებთან დაკავშირებული კითხვები შეგიძლიათ ნახოთ აქ.

საქართველოს მთავრობამ მოცემულ კითხვებს 2018 წლის 29 მარტისთვის უნდა უპასუხოს. მთავრობის პასუხები და არგუმენტები მომჩივნებს გადაეგზავნებათ და, სასამართლოს რეგლამენტის 28-ე მუხლის შესაბამისად, კონტრარგუმენტების წარსადგენად სექციის თავმჯდომარის მიერ რამდენიმეკვირიანი ვადა განესაზღვრებათ. ყოველივე ამის შემდეგ ევროპული სასამართლო იმსჯელებს საჩივრის დასაშვებობაზე თითოეული მომჩივნის ნაწილში და გადაწყვეტს, რომელ გარემოებებსა და რომელ კონკრეტულ მომჩივანთან უნდა გააგრძელოს საქმის არსებითი განხილვა"-წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42