როგორც „ნიუპოსტს“ შაშკინმა განუცხადა, უკრაინელმა ხალხმა გამოღვიძება დაიწყო, რასაც ლოგიკური დასრულება მოჰყვება.
ყოფილი მაღაჩინოსანი ვარაუდობს, რომ პოროშენკო და უკრაინის მოქმედი ხელისუფლება თანამდებობას რამდენიმე თვეში დაემშვიდობება.
"პოროშენკოს მთავრობა და პირადად პოროშენკო აგონიაშია. ძალიან გამიკვირდება თუ მისი რეჟიმი მომავალი წლის მარტამდე გაქაჩავს. უკრაინის პრეზიდენტის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი აჩქარებს მისი რეჟიმის დასრულებას. პრეზიდენტი სააკაშვილი კი მაქსიმუმ ერთი დღის ვადაში იქნება თავისუფალი.
ის მესიჯი და ბრალდება, რაც პოროშენკოს ხელისუფლებისგან მოდის, შეიძლება გაყიდო მხოლოდ ძალიან გიჟ კოდზე. მსგავსი უსუსური და ტყული ბოლოს მეორე მსოფლიო ომის შესახებ წიგნში ამოვიკითხე, ეს ტაქტიკა ახასიათებდა გებელსს, რომელიც ამბობდა, რომ რაც უფრო დიდ ტყუილს იტყვი, მით უფრო სჯერა ის ხალხს. თუმცა ეს იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა არ იყო არც ინტერნეტი, "ფეისბუქი" და სოციალური ქსელები. დღეს კი მსგავსი ტყუილის გაყიდვა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთის აგენტია, და თანამშრომლობს მათთან მხოლოდ "ქართული ოცნების" გიჟ მხარდამჭერზე შეიძლება, რომელსაც არც ლოგიკა, არც კრიტიკული აზროვნება, და ინტელექტის ნაპერწკალი არ გააჩნია. დარწმუნებული ვარ, ამ ბრალდებას ვერც დასავლეთი და ვერც უკრაინა დაიჯერებს. უკრაინელი ხალხი თავის სიტყვას იტყვის, პროცესები მიმდინარეობს ისე, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. ისინი იღვიძებენ და მზად არის საბოლოო სიტყვა თქვას"- აღნიშნა შაშკინმა.
მიხეილ სააკაშვილი მეორედ გუშინ, ღამე დააკავეს. ის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის იური პაკინბოროდას სახლში იმყოფებოდა.
უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დაკავების პირველი მცდელობის დროს განვითარებული მოვლენების გამო პროკურატურამ კიდევ უფრო მკაცრი ზომები მოითხოვოს.
მასალის გამოყენების პირობები






