,,ჩვენ ხმა უნდა ავიმაღლოთ, რომ დავიცვათ მიშას იდეალები" - სანდრა რულოვსი
პოლიტიკა - 16:00, 09 Dec, 2017     1787
მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი, ქმრის დაკავებას ფეისბუკზე ეხმიანება.

"ახლა, როცა ჩემი მეუღლე დაკავებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, ჩვენ ხმა უნდა ავმაღლოთ, რომ დავიცვათ მისი იდეალები.

აშკარაა, რომ მიშას დაკავებას მხოლოდ პოლიტიკური საფუძველი აქვს. მას ემუქრებოდნენ იმ მომენტიდან, როცა, დაახლოებით 1 წლის წინ, ის ოპოზიციაში გადავიდა. ამ საფრთხეების მიუხედავად, მან მაინც გადაწყვიტა დაბრუნებულიყო პოლონეთიდან უკრაინაში და გაეგრძელებინა დაუღალავი ბრძოლა უკრაინისთვის.

რამდენიმე წლის წინ, მიშა თავად უკრაინის ხელისუფლებამ დაპატიჟა უკრაინაში, რათა გაეკეთებინა ის, რაშიც ის საუკეთესოა - ებრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და ამგვარად გამოთავისუფლებული რესურსები მიემართა ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმების განსახორციელებლად, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის სწრაფ განვითარებას გამოიწვევდა. მას ეს გაკეთებული აქვს საქართველოში და შეუძლია ამის გაკეთება უკრაინაში, იგივე, თუ მეტი წარმატებით არა - რამეთუ უკრაინას უზარმაზარი პოტენციალი აქვს. უკრაინის წარმატება კი საქართველოს წარმატებაცაა.

როგორც გაირკვა, უკრაინის პრეზიდენტი და მისი კაბინეტის წევრები არ აღმოჩნდნენ მზად საჭირო რეფორმების გასატარებლად და ქვეყანაში მოდებულ კორუფციის წინააღმდეგ რეალური ბრძოლისთვის. მიშა სწრაფად უახლოვდებოდა მათ ბიზნეს ინტერესებს და მათ მრავალმილიარდიან იმპერიებს. შესაბამისად, მას ებრძოდნენ და მის ინიციატივებს ბლოკავდნენ. როცა მან ოპოზიციური პარტია ჩამოაყალიბა, უკრაინის პრეზიდენტმა მიშას იმ მომენტისთვის მისი ერთადერთი - უკრაინული - მოქალაქეობა წაართვა.

ამჟამად ჩვენ მოწმენი ვართ უკრაინის ხელისუფლების უაღრესად ლაჩრული საქციელისა: მოქალაქეობაჩამორთმეული პირის დაკავება შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე, რომელთა ერთადერთი მიზანი მისი გაჩუმებაა. ეს ვერ იმუშავებს. უკრაინელები საერთაშორისო მხარდაჭერით აუცილებლად დაადასტურებენ, რომ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ამგვარი მოპყრობა უკანონო და მიუღებელია" - წერს სანდრა რულოვსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42