,,როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკურ ტყვეობაშია, დასავლური პოლიტიკური ძალები ვალდებულნი ვართ, ვიმოქმედოთ“ - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 15:40, 09 Dec, 2017     2623
მიხეილ სააკაშვილის კიევში დაპატიმრებას ეხმაურება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს პოლიტიკურ ტყვეობაშია.

"ერთი რამ ცალსახად უნდა დავაფიქსიროთ - მიხეილ სააკაშვილი დღეს პოლიტიკურ ტყვეობაშია, ამას წყალი არ გაუვა, ეს ფაქტია და მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია.

ნუ დაგვავიწყდება, რომ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტია და როცა უკრაინის გაკოტრებული ხელისუფლება სააკაშვილს პოლიტიკურ ტყვეობაში ამყოფებს, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, ქმედითი ნაბიჯები გადადგას, თუ რა თქმა უნდა თვითონ მაინც არ თვლის თავს ისეთივე გაკოტრებულად, როგორიც პოროშენკოა. დღეს პუტინის მოკავშირეები სწორედ ოლიგარქიული სისტემებია და ეს სისტემები საქართველოსა და უკრაინაში სამწუხაროდ ფესვგადგმულია.

ამასთან, მინდა საზოგადოებამაც იცოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პოზიცია, მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისა და მისი მხარდამჭერების საქმე არ არის. ის საქართველოს პრეზიდენტი იყო და როდესაც მის მიმართ მსგავსი ნაბიჯები იდგმება, ნებისმიერი დასავლური, დემოკრატიული პოლიტიკური შეხედულების ძალები ვალდებულნი ვართ, ვიმოქმედოთ“ - აცხადებს ედპ-ს ლიდერი.

ქარდავა ამბობს, რომ სამოქმედო გეგმა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

,,ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა, დარწმუნებული ვარ, რომ პროდასავლურ ძალებში არიან იქნებიან მოკავშირეები. გვაქვს წინასწარი კონტაქტები, დაველოდებით თუ როგორ განვითარდება მოვლენები და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ"- აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური მოტივებით ტყეობაში ყოფნა დაუშვებელია და შეურაცხყოფაა ჩვენი სახელმწიფოსთვის.

,,ამ ქვეყანაში ძალიან ცუდი პრაქტიკა მკვიდრდება. 95%-ით ვირჩევთ პრეზიდენტებს, შემდეგ ან ვკლავთ ანდა სხვა ქვეყნებში აპატიმრებენ და პოლიტიკური მოტივებით, ესა თუ ის ხელისუფლებები და საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამას ინერტულად უყურებს. თუ ჩვენ გვინდა რომ შევდგეთ, როგორც სახელმწიფო, ამ ვითარებაში მკვეთრი რეაქციები უნდა გვქონდეს. ამ რეაქციებზე საქართველოს ხელისუფლებამ იფიქროს, თუ რა თქმა უნდა ისეთივე გაკოტრებული არ არის, როგორც პოროშენკოს ხელისუფლება. პოროშენკოს ამბავი დამთავრებულია, ის არის იმ მდგომარეობაში, როცა მას სვლა აღარ აქვს. მან ყველაზე სულელური ნაბიჯი გადადგა. საქართველოს ხელისუფლება რაც არ უნდა მას სააკაშვილის მიმართ ბოღმა ამოძრავებდეს, უკრაინის პრეზიდენტს არ უნდა გადაჰყვეს“ - აცხადებს ქარდავა.

რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლებას, ქარდავა დარწმუნებულია, რომ უკრაინის პრეზიდენტის დღეები დათვლილია.

"ერთ რამეში ნამდვილად დარწმუნებული ვარ - პოლიტიკური ლოგიკა და პოლიტიკური კანონზომიერება არასდროს, არცერთ დროში და არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა სხვაგვარი - როდესაც ხელისუფლება ისეთ ნაბიჯზე მიდის, როგორიც ეს იყო სააკაშვილის დაპატიმრება, ასეთი ხელისუფლება მხოლოდ დღეებს, მაქსიმუმ თვეებს იგებს და ასრულებს თავის მოღვაწეობას. ამას ველოდები უკრაინაში, რაც პუტინის კარზე მოთამაშეებისთვის მომგებიანი ნამდვილად არ იქნება" - აღნიშნა ბაჩუკი ქარადავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42