პრეზიდენტმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი წვლილისათვის პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვა
პოლიტიკა - 20:23, 08 Dec, 2017     1087
ქალთა მიმართ ძალადობის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, დღეს პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა და ღირსების ორდენით დააჯილდოვა პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში: მაია ფელიშვილი - ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ - გამომძიებელი, ვლადიმერ ადამია - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის მაიორი, ნინო დუმბაძე - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი, კახა ტაბატაძე - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პაატა მოსულიშვილი - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი.

"მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა პატრულს, რომელიც განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობა ადამიანებს ასეთი პრობლემების დროს. ის ადამიანები, ვისაც ჩვენ მივეცით იარაღი, ვისაც მივეცით ძალაუფლება, ვისაც მივეცით ხელში ძალა, ეს ადამიანები ამ ძალას სწორედ ჩაგრულთა დასაცავად იყენებენ, მათი პრობლემების შესამსუბუქებლად.

მადლობა ყველას და იმედი მაქვს, რომ ამ ბევრი, ტრაგიკული შემთხვევის გააზრებით, რომელიც მოხდა ქალებთან და ბავშვებთან მიმართებაში, ჩვენ ჩვენს ძალას, როგორც ძლიერი ადამიანები, გამოვიყენებთ საზოგადოების აღსაზრდელად და მაგალითის საჩვენებლად - რას ნიშნავს ძლიერი ადამიანი",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიღებაზე მოწვეულმა სტუმრებმა სასახლის ფოიეში მოწყობილი გამოფენა "ხმა ქართველი ქალისა" დაათვალიერეს, რომელიც კატო მიქელაძის რედაქტორობით გამოცემული გაზეთის "ხმა ქართველი ქალისა" 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

გამოფენა ქალთა უფლებებისათვის მებრძოლი ქართველი ქალების სამ თაობას აერთიანებს და მასზე წარმოდგენილია საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებითა და ხელშეწყობით განხორციელებული სამი პროექტის მცირე ნაწილი: "50 ქალი საქართველოდან" (ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი), "ქალები საქართველოდან" (NDI და შვედეთის განვითარების სააგენტო SIDA), "გოგონები მომავლიდან" (UNFPA საქართველოს ოფისი და შვედეთის მთავრობა).

სტუმრებს სიტყვით მიმართეს ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილ სკოტმა, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42