შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და მასში ევროკავშირის, ეუთო-სა და გაერო-ს ჩართულობის მნიშვნელობას. აღინიშნა მოლაპარაკებების ფორმატის მთავარ სამუშაო თემებზე, კერძოდ, ძალის არ გამოყენების, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების და იძულებით ადგილნაცვალ პირთა საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროება. ქართული მხარის მიერ დაფიქსირდა რუსეთის მხრიდან ქართული მხარის საპასუხოდ ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღების აუცილებლობა და გამოითქვა მწუხარება, რომ ვერ ხერხდება იძულებით ადგილნაცვალ პირთა საკითხის შესაბამისი განხილვა მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში რუსეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში.
მასალის გამოყენების პირობები






