რატომ მალავს სკოლის ადმინისტრაცია შიდა პრობლემებს - „ოცნებამ“ მანდატურები „ფუტლიარებად“ აქცია!“ - დიმიტრი შაშკი
პოლიტიკა - 19:06, 08 Dec, 2017     2005
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ, რასაც ორი მოზარდის მკვლელობა მოჰყვა, აქტიურად დაიწყო მანდატურის ინსტიტუტზე საუბარი. როგორც ცნობილია, აღნიშნული ინსტიტუტი 2009 წელს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას შეიქმნა და საკმაოდ მაღალი შეფასებითაც სარგებლობდა, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობაში მოსვლის შემდეგ, ინსტიტუტის კონცეფცია შეიცვალა და მანდატურებს მრავალი უფლება ჩამოერთვათ. ასევე, მანდატურები უშუალოდ დირექტორებსს დაუქვემდებარეს და არა - განათლების სამინისტროს.


„ნიუპოსტი“ აღნიშნული ინსტიტუტის მიზნებსა და მოვალეობებზე განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა. შაშკინის თქმით, მანდატურის ინსტიტუტის შექმნით სკოლებში უსაფრთხო გარემო შეიქმნა და მშობლების მხრიდან ნდობის ფაქტორი მაღალ პროცენტამდე გაიზარდა:

„სკოლის უსაფრთხოების თემა, სამწუხაროდ, საქართველოსთვის ისტორიული პრობლემაა, რომელმაც 90-იან წლებში იფეთქა და სკოლებში ძალადობის კერებიც იქმნებოდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, სააკაშვილის მთავრობისთვის სკოლის უსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა გახდა, განხორციელდა მრავალი , მათ შორის, უსაფრთხო სკოლების პროგრამა, მაგრამ სიტუაციის კარდინალურად შეცვლა მხოლოდ მანდატურის სისტემის შემოღებით შევძელით.

მანდატურებმა შეძლეს, სკოლის უსაფრთხოება 78%-მდე აეწიათ, სანამ დიდი ქალაქების სკოლებში მანდატურების შესვლა დაიწყებოდა, მშობლების მხოლოდ 7% თვლიდა, რომ სკოლა აბსოლუტურად უსაფრთხო იყო. ზუსტად ერთ წელიწადში ეს მაჩვენებელი 78%-მდე გაიზარდა - მშობლებმა შვილები კერძო სკოლებიდან საჯარო სკოლებში გადაიყვანეს და ამით აჩვენეს, რომ მანდატურის ინსტიტუტს ენდობიან“, - აღნიშნა შაშკინმა.

მისივე განცხადებით, აღნიშნულ ინსტიტუტს საზოგადოების გარკვეული ნაწილი ებრძოდა, თუმცა, ხელისუფლებამ მაინც შეძლო სტრუქტურის ჩამოყალიბება, რამაც შესაბამისი შედეგიც მოიტანა:

„მანდატურების შემოყვანას საზოგადოების ორი კატეგორია ეწინააღმდეგებოდა: ერთი კატეგორია ის იყო, რომელიც ქურდულ ტრადიციებს ატარებდა და რომელიც ნებისმიერ უნიფორმიან ადამიანსა და სახელმწიფოს ნებისმიერ მცდელობას ნეგატიურად უყურებდა. მეორე კატეგორია კი ფსევდო-ლიბერალები იყვნენ, რომლებიც ყველაფერს აკრიტიკებდნენ, მაგრამ როდესაც საქმე იქამდე მიდიოდა , თუ კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაედგათ, ყოველთვის ცდილობდნენ, პრობლემა დაეყვანათ კვლევების ჩატარებამდე. ბუნებრივია, ეს ორი კატეგორია ბევრ პრობლემას ქმნიდა. ისინი შეიკვრნენ, რათა ამ რეფორმის წინააღმდეგ ემუშავათ. საბედნიეროდ, საზოგადოებამ ძალიან სწრაფად დაინახა შედეგი, ამ ორი ჯგუფის ძალისხმევამ კი კრახი განიცადა და სკოლებში წესრიგის დამყარება შევძელით“, - დასძინა დიმიტრი შაშკინმა.

განათლების ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას არ ესმის პრობლემის კონცეფცია და სწორედ ამიტომ, შეუძლებელია არსებული პრობლემების აღმოფხვრა:

„ამ მთავრობას კონცეპტუალურად არ ესმის, რაშია პრობლემა, ჩხრეკები, მეტალოდეტექტორები - ყველაფერი ეს ჩვენც ვცადეთ, მაგრამ ეს არ მუშაობს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სკოლა დიდი ოჯახია და ამ ფაქტორს აქვს თავისი ფსიქოლოგიური დატვირთვა, ანუ როდესაც ხდება რაიმე დარღვევა სკოლაში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის მხრიდან, ხდება პრობლემის დამალვის მცდელობა. სკოლის ადმინისტრაცია მალავს იმიტომ, რომ სკოლის ავტორიტეტს ზიანი არ მიადგეს. ბუნებრივია, ხანგრძლივ პერსპექტივაში პრობლემის დამალვით არ ფიქრობენ, რომ ბავშვის ანტისოციალურ საქციელს აქვს თოვლის გუნდას ეფექტი, ანტისოციალური საქციელი იწყება მცირე დარღვევებით, შემდეგ გადადის საშუალო დარღვევებზე და შემდეგ საქმე გვაქვს ძალიან მძიმე ქმედებებთან, ამაზე თავიდან მასწავლებელი არ ფიქრობს, რადგან მისი პირველადი სურვილი და მისწრაფება მოსწავლის დაცვაა. სანამ ეს მთავრობა ვერ მიხვდება, რომ ეს არის რეალობა, ვერანაირი პოლიციის შეყვანა და სკოლებში მეტალოდეტექტორების შეტანა შედეგს ვერ მოიტანს“, - განმარტავს ყოფილი მინისტრი.

დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ მანდატურის ინსტიტუტი უნდა ექვემდებარებოდეს განათლების სამინისტროს, რათა სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს არ ჰქონდეთ განცდა , რომ ისინი არსებული პრობლემების დაფარვას შეძლებენ. შაშკინი მიიჩნევს, რომ სისტემა მხოლოდ ამ შემთხვევაში მოიტანს შესაბამის შედეგს:

„მანდატური ექვემდებარებოდა განათლების სამინისტროს, ამ დღეებში მოვისმინე ფსევდო-ლიბერალების ბოდვები დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით, თითქოს ამიტომ მოხდა ეს უბედურება, დიახ, მანდატური იყო ცენტრალიზებული სისტემა, ექვემდებარებოდა განათლების სამინისტროს, ამ მთავრობამ ეს შეცვალა, ახლა კი გვაქვს სისტემა, რომელმაც განიცადა კრახი, მანდატურები ექვემდებარებიან სკოლის დირექტორებს, ჩვენ იმიტომ დავუქვემდებარეთ ისინი სამინისტროს, რომ დირექტორს ჰქონოდა განცდა, ის ვერ დამალავს პრობლემას, ზუსტად ამ პრინციპის შედეგი იყო ის, რომ გამოსწორდა სიტუაცია, მე ვარ ბედნიერი ადამიანი, რადგან ჩემი მინისტრობის დროს სკოლებში არ დაფიქისრებულა არც ერთი დაჭრა და მკვლელობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. არც ერთი ფაქტი, ცივი იარაღის გამოყენებისა 2009-2012 წლებში არ დაფიქსირებულა, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. მანდატურებმა მოახერხეს უსაფრთხო გარემოს შექმნა მხოლოდ იმიტომ, რომ დირექტორებსა და მასწავლებლებს შეექმნათ განცდა, იმისა, რომ პრობლემებს ვერდ ამალავდნენ. ამ მთავრობამ შეცვალა ეს სისტემა, მანდატურები გადაიყვანეს სკოლის დირექტორების დაქვემდებარებაში და მოხდა ის, რაც მოხდა.

ამ 5 წლის განმავლობაში მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ მანდატურები გამხდარიყვნენ „ფუტლიარები“ და, უბრალოდ, სკოლის დარაჯები, მათ არ აქვთ უფლებები და დადიან სამსახურში მხოლოდ იმიტომ, რომ მიიღონ ხელფასი. დიდ პატივს ვცემ ყველას, ვინც დარჩა ამ სისტემაში, ბევრი პატრიოტია და სკოლებში უსაფრთხოების შენარჩუნებას საკუთარი სურვილით ცდილობს, მშობლები ხედავდნენ, რომ ისინი არაფრისმაქნისები იყვნენ და ნეგატიური განწყობა ჩამოყალიბდა, მაგრამ ზოგადად, მოხდა სისტემის დეგრადაცია, ეს დაიწყო მარგველაშვილმა, რომელმაც ვერ გაბედა სისტემის სრული გაუქმება. თუ ხელისუფლება არ გაიზრებს პრობლემის არსს, მაშინ ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს“ - აცხადებს დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42