მიკაილ კადიევი თავშესაფრის თხოვნით ლტოლვილთა სამინისტროს კიდევ ერთხელ მიმართავს
პოლიტიკა - 15:02, 08 Dec, 2017     1226
დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტი მიკაილ კადიევი თავშესაფრის თხოვნით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კიდევ ერთხელ მიმართავს. უფლებადამცველი სამინისტროში დღეს ადვოკატთან და ევროპული საქართველოს ერთერთ ლიდერთან, სერგო რატიანთან ერთად მივიდა. დაღესტნელი უფლებადამცველი უკვე 4 წელია საქართველოში თავშესაფარს ითხოვს.

კადიევის უფლებადამცველის განცხადებით, კანონის ახალი რედაქცია, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს, საერთაშორისო დაცვის და ლტოლვილის სტატუსის მიღების მეტ შესაძლებლობას იძლევა.

“ახალი კანონი იძლევა გაცილებით მეტ საშუალებას მისი უფლებების დაცვის. ის არის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და აგრეთვე ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებასთან. შესაბამისად, დღეს უკვე ახალი კანონის საფუძველზე შემოგვაქვს განცხადება, რომ მას მიანიჭონ თავშესაფარი,“ - განაცხადა ადვოკატმა მალხაზ პატარაიამ.

კადიევის თქმით ის რუსეთის ხელისუფლების მიერ, დაღესტანში ადამიანის უფლებების დასაცავად მისი სამოქალაქო აქტივობების და განსხვავებული რელიგიური მრწამსის გამო იდევნება. რუსეთის პროკურატურამ კადიევის ექსტრადირება უკვე ორჯერ მოითხოვა. მას მოსკოვში მკვლელობაში ადანაშაულებენ.

საქართველოს ლტოლვილთა სამინისტრო თავის დასკვნაში კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის ერთ–ერთ გარემოებად, რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილის წერილობით გარანტიას ასახელებს, სადაც ნათქვამია, რომ კადიევი რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში არ დაექვემდებარება წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42