კალაძეს პროკურატურაში უჩივიან - ,,ყველა ბიუჯეტის წურბელა კანონის სიმკაცრით აგებს პასუხს"
პოლიტიკა - 11:42, 08 Dec, 2017     14080
"ნაციონალური მოძრაობა" საახალწლო განათებებზე თბილისის ბიუჯეტიდან გაწეული დანახარჯის მიზნობრიობის გამოძიებას ითხოვს. ლევან ხაბეიშვილმა შესაბამისი განცხადებით გენერალურ პროკურატირას უკვე მიმართა.

ხაბეიშვილის თქმით, პირდაპირი შესყიდვის წესით, ტენდერის გარეშე ილუმინაციების შეძენა კორუფციული გარიგებებით მოხდა.

„ძალიან მარტივი საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაატაროს საქართველოს პროკურატურამ, უნდა დაადგინოს, როგორ მოხდა ამ კომპანიის გამორჩევა მილიონობით კომპანიისგან, რომელიც მსოფლიოში არსებობს და რაღა მაინც და მაინც იტალია და მილანი. ვისი პირადი კონტაქტებია, ვინ მოითხოვა ამ ხელშეკრულების გაფორმება და რატომ მოხდა ისე, რომ სამჯერ მეტი თანხა იხარჯება თბილისის განათებაში წელს, 3 მილიონი ლარი, ვიდრე დახარჯულა ოდესმე,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი.

მისი თქმით, კალაძის მიერ დავით ნარმანიისკენ ხელის გაშვერა უხერხულია.

“კახი კალაძის განცხადებას, რომ მან ფაქტობრივად გადააბრალა დავით ნარმანიას და თქვა, რომ თურმე ნარმანიამ მოიძია მილანური კომპანია, უხერხულია. კახა კალაძე პირად კონტაქტებს აბრალებდეს ნარმანიას, მაშინ, როდესაც შესაძლოა, საერთოდ რუკაზე ვერ იპოვოს მილანი დავით ნარმანიამ. ამიტომ, გამოძიებამ გასცეს პასუხი, როგორ მოხდა ამ კომპანიის შერჩევა, როგორ დაემთხვა, რომ ეს კომპანია არის მილანური და როგორ ხდება, რომ სამჯერ მეტ თანხას ვხარჯავთ, ვიდრე ოდესმე დახარჯულა,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დარწმუნებულია, რომ ბიუჯეტის არამიზნობრივად დახარჯავის გამო ხელსიუფლების წარმომადგენლები აუცილებლად წარსდგენიან კანონის წინაშე.

„რაც შეეხება გამოძიების ობიექტურობას, ამ საქმეს გამოიძიებს თუ არა პროკურატურა, ნაკლებ მნიშვნელოვანია. ეს საქმეები იდება თაროზე, მოვა ხელისუფლება, რომელიც აუცილებლად გადახედავს ყველა იმ საქმეს, რომელზეც მასალები გვაქვს შემოტანილი და აუცილებლად ვისაც წაუცდა ბიუჯეტზე ხელი, ყველა ბიუჯეტის წურბელა კანონის სიმკაცრით აგებს პასუხს,“ - განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42