ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის ექსპორტის საკითხებზე ინტენსიური სწავლება მიმდინარეობს
პოლიტიკა - 11:50, 08 Dec, 2017     930
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტებმა მონაწილეობა მიიღეს ინტენსიურ სწავლებაში, რომელიც „ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის სავაჭრო წესებსა და ბაზრებზე წვდომის“ საკითხებს ეხებოდა. სწავლება ჩაატარეს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტებმა.

ტრენინგ-სემინარი მიზნად ისახავდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) დაკავშირებული სოფლის მეურნეობის შესახებ, სავაჭრო წესების გაგებას და განხორციელებას; ასევე, ვაჭრობასთან დაკავშირებული რეფორმებისა და ამ სექტორის მხარდაჭერასთან დაკავშირებულ საკითხებზე - ფართო სპექტრის დისკუსიის წარმართვას, რაც სამომავლოდ, მიმართულია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის განვითარებისაკენ. სემინარი, ასევე მოიცავდა საბაზრო წვდომის პრობლემების სხვადასხვა ასპექტებსა და ჩინეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის ექსპორტისთვის ბაზრის ხელმისაწვდომობას.

სემინარი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) შეთანხმებების მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ვაჭრობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. მათ შორის, ყურადღება დაეთმო ლაბორატორიული კომპონენტის ნაწილს, რომელიც ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის ექსპორტისათვის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ ხელი შეუწყო ვაჭრობის განვითარებას ევროკავშირის ქვეყნებთან და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას, შესაბამისად, ქართული სასურსათო პროდუქტების ექსპორტისთვის სოფლის მეუნროების სამინისტროში შემავალი სტრუქტურები სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგანან. მსგავსი სახის სწავლებები კი ხელს უწყობს პროცესის სწორად წარმართვას.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარული ორგანოების წარმომადგენლებმა; ასევე, ამავე სექტორის ინსტიტუტებმა, რომლებიც ახორციელებენ ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42