ახალი სახალხო დამცველი ხორავას ქუჩაზე მოხმდარ მკვლელობაში ბრალდებულთა მონახულებას გეგმავს
პოლიტიკა - 11:48, 08 Dec, 2017     1748
საქართველოს ახალმა სახალხო დამცველმა სამომავლო გეგმებსა და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც მას ომბუდსმენობის 5-წლიანი ვადის განმავლობაში ექნება. ლომჯარიას თქმით, გეგმავს კიდევ უფრო გაძლიერდეს სახალხო დამცველის მუშაობა, მათ შორის, ქალთა, შშმ პირებისა და დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით.

„სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებთან ერთად, ჩემთვის პრიორიტეტი იქნება ასევე, სოციალური და ეკონომიკური უფლებებიც. ვაპირებ, რომ განსაკუთრებით გავაძლიერო ბავშვთა უფლებების მიმართულებით სახალხო დამცველის საქმიანობა, ასევე ქალთა უფლებების დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა. ასევე, ვაპირებ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს სახალხო დამცველის მუშაობა მათ შორის, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებასთან მიმართებით, ასევე დასაქმებულთა უფლებების დაცვა, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტი საზოგადოებისთვის იქნება ასევე ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ვაპირებ, გავაძლიერო რეგიონალური ოფისების საქმიანობა ასევე, თავად აპარატისთვის შევქმნა ღირსეული სამუშაო პირობები,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ყველა იმ საქმის შესწავლა იქნება, რაც არასრულწლოვანთა შორის ძალადობას უკავშირდება. ომბუდსმენის თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის პრობლემები, რაც ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით არსებობს. ლომჯარიას თქმითვე, გეგმავს, მოინახულოს დაკავებულები და გაეცნოს საქმის მასალებს.

„მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს დიდი ხანია ბავშვთა უფლებებზე, ალბათ ამ ძალიან ტრაგიკულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ ძალიან მწვავედ წარმოაჩინა ის პრობლემები, რაც არსებობს ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით, სკოლაში არსებული სიტუაციები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველა იმ საქმის შესწავლა, რაც დაკავშირებულია არასრულწლოვანთა შორის ძალადობასთან, იქნება პრიორიტეტი და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი საქმე, რითაც დავინტერესდები," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42