"გამარჯობა, თავისუფლებავ"- უჩა ნანუაშვილმა ომბუდსმენის პოსტი დატოვა
პოლიტიკა - 10:26, 08 Dec, 2017     1829
უჩა ნანუაშვილმა სახალხო დამცველის პოსტზე მუშაობა დაასრულა, მისი ბოლო სამუშაო დღე 7 დეკემბერს იყო, რის შემდეგაც უჩა ნანუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა:

„დღეს ბოლო სამუშაო დღე მქონდა სახალხო დამცველის ამპლუაში.

სწორედ 5 წლის წინ, 2012 წლის 7 დეკემბერს ამირჩია პარლამენტმა სახალხო დამცველად. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე 10 დეკემბერი იყო ჩემი პირველი სამუშაო დღე ამ პოსტზე. უფლებადამცველისთვის არ არსებობს ამაზე დიდი პოზიცია ალბათ.

ეს 5 წელი უკვე რამდენჯერმე შევაჯამე, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ფორმატში და აქაც ვწერ ახლა რამდენიმე სიტყვას. იყო ბევრი წარმატება, საქმეები, შეცვლილი კანონები, ადამიანების შეცვლილი ცხოვრება. იყო უამრავი წარმატებული საქმე და გაზრდილი ნდობა ჩვენს მიმართ.

ამ ხუთ წელში მთავრობაც იცვლებოდა, პარლამენტიც, პრეზიდენტიც...არ იცვლებოდა ერთი რამ: ჩვენი დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, პრინციპულობა და ობიექტურობა. ამის გამო ბევრი გავანაწყენთ, ბევრს მშვიდი ძილი დავურღვიეთ, ბევრს აგრესიაც გაუჩნდა ჩვენს მიმართ. და რაც დრო გადიოდა, ეს უკმაყოფილება იზრდებოდა.

ამ ხნის განმავლობაში იყო მხარდაჭერაც, იყო თავდასხმებიც, მუქარებიც, იყო ღალატიც, ჩასაფრებაც, ცილისწამებაც და სიძულვილიც, ერთგულებაც, გატანაც და მიტოვებაც.

იყო ხელისშეშლაც. რამდენიმე თვის წინ ოფისის წინ წარწერაც გაჩნდა: "უჩა, დაისჯები!"

მოკლედ ბევრი რამ იყო...

ერთადერთი, რაც არ ყოფილა, ესაა

კომპრომისი. კომპრომისი სინდისთან, კანონთან, პრინციპებთან და ღირებულებებთან.

დარჩე ბოლომდე ადამიანად, და იყო მუდამ ადამიანური, არ ყოფილა ადვილი.

სიმართლის თქმის გამო შესაძლოა ბევრი დაგიპირისპირდეს, შესაძლოა ხშირად არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა მოგიწიოს

ზოგჯერ დინების წინააღმდეგ მოგიწიოს წასვლა, ზოგჯერ

მოგეჩვენება რომ მარტო ხარ. ზოგჯერ ფიქრობ, რომ ძალები გელევა და ხვალინდელ დღემდე გიჭირს მიღწევა.

მიუხედავად ამისა, არ დაგვიკარგავს გულწრფელობა, ადამიანურობა. ისევ დავრჩით უბრალო ადამიანებად.

და რაც მთავარია, ამ წლების განმავლობაში ვიყავით იქ სადაც უნდა ვყოფილიყავდით, ვაკეთებდით რაც უნდა გაგვეკეთებინა, ვამბობდით იმას, რაც უნდა გვეთქვა, ვწერდით იმას, რაც უნდა დაგვეწერა. მივდიოდით ყველგან, დახურულ დაწესებულებასა თუ უკიდურესად მოშორებულ სოფელში, სამხედრო ბაზებსა თუ ბავშვთა სახლებში, ბევრისთვის ბოლო იმედი ვიყავით და მახსოვს სასოწარკვეთილი ადამიანის თვალებში იმედის ნაპერწკალი გაგვიჩენია, ვაკაკუნებდით კარზე და თუ არ იღებოდა, სხვა მხრიდან ვპოულობდით შესასვლელს.

დეტალებს არ ვწერ, ამაზეც არის სხვაგან ინფორმაცია. ფაქტია, რომ ბევრმა ნორმამ შინაარსი ამ დროს შეიძინა. არაერთი პრეცენდენტი მოხდა და ჰორიზონტიც გაფართოვდა ბევრი მიმართულებით.

თუმცა ამ ყველაფრის გამო შესაძლოა ყველაფრის გაწირვა მოგიწიოს, ოჯახის, მეგობრების, ახლობლების. და რთული აუხსნა ვინმეს ეს.

შეიძლება ერთეულებმა იცოდნენ რომ მხოლოდ 3 ჯერ გაქვს სრულად გამოყენებული ერთ საათიანი შესვენება, როცა დრო არ გაქვს, სხვა გზა არაა. რაღაცის ხარჯზე ხდება ამ დროის პოვნა. არაადამიანური შრომის და ენერგიის ხარჯზე გიწევს ამ ყველაფრის გაკეთება. მაგრამ ეს ყველაფერი ღირს,

როცა შენი საქმიანობით სიხარული მიგაქვს ადამიანებთან.

დღეს ბოლო დღეა. ბოლო რეკომენდაციებს, წინადადებებს, საკონსტიტუციო სარჩელებს ვაწერ ხელს. ახალი ეტაპი იწყება ხვალიდან.

მადლობა ჩემს გუნდს, რომლის გარეშეც ვერაფერს გავაკეთებდი. გუნდს, რომელიც ყველაზე კარგად ხედავს და ადამიანის უფლებების პულსზე უჭირავს ხელი. მადლობა ჩემს მოადგილეებს Natia Katsitadze Ekaterine Skhiladze

მადლობა ოჯახს, რომელთაც ყველაზე მეტი ყურადღება დავაკელი, ახლობლებს, მშობლებს რომელთაც იშვიათად ვხედავდი ეს წლები.

მადლობა ყველას, ვისთანაც ვთანამშრომლობდით ეს წლები და ერთად ვაღწევდით წარმატებებს.

მჯეროდა რომ პრინციპულობა და გამბედაობა გადამდებია. მჯეროდა რომ ყოველთვის უნდა მეთქვა სიმართლე, რაოდენ მწარეც არ უნდა ყოფილიყო. ღირსება, პრინციპულობა და ადამიანურობა იყო აუცილებელი. "სიმართლეს კი რომელსაც უარყოფენ არაფერი აკდება. აკლდება მას, ვინც მის უარყოფას ცდილობს", - ეს სადღაც წავიკითხე ბავშვობაში. უბრალოდ ახლა გამახსენდა.

და მაინც, ეს იყო ჩემი გზა, რომელიც უნდა გამევლო.

მადლობა ყველას. წარმატებები ახალ სახალხო დამცველს.

გამარჯობა, თავისუფლებავ.“- წერს უჩა ნანუაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42