ლიტვა ფიქრობს, რომ საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად MAP-ი არ სჭირდება - ლინკევიჩუსი
პოლიტიკა - 19:33, 07 Dec, 2017     4284
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩუსის თქმით საქართველოს ყველა ინსტრუმენტი აქვს და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად სამოქმედო გეგმა არ სჭირდება. ამის შესახებ ლინკევიჩუსმა პირველი არხის ჟურნალისტს განუცხადა:

“ამ თემაზე მკაფიო პოზიცია გვაქვს. ყველა ინსტრუმენტი გაქვთ და დამატებითი ინსტრუმენტები, რაც შეიძლება MAP-ით მიიღოთ, საჭიროებას არ წარმოადგენს. საჭიროა კონსენსუსი და არა - MAP-ი.

მაგრამ ყველა ასე არ ფიქრობს. იმ წევრი ქვეყნებმა, რომლებიც ჯერ არ არიან მზად პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის, შესაძლოა თქვან, რომ MAP-ი, წევრობის სამოქმედო გეგმა საჭიროა. როდესაც არ ხარ მზად გადაწყვეტილების მისაღებად, მაშინ ტექნიკურ მიზეზებს ეძებ და ასეთი არგუმენტად შეიძლება MAP-ი იყოს. გირჩევთ, გააგრძელოთ რეფორმები და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მომენტი აუცილებლად დადგება.

კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენ არ ხართ მარტო და წევრობის დაპირებაც ნატო-ს დეკლარაციით გაქვთ.”- განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

მისი თქმით, საქართველოს მომავალ წევრობაზე ნატო-ს ლიდერები შეთანხმებული არიან, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას სჭირდება პოლიტიკური კონსენსუსი.

„გვაქვს ნატო- საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, არსებითი პაკეტი და ასპირანტის სტატუსი. ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო უახლოვდება ნატო-ს, იზრდება თავსებადობა ნატო-სთან და ეს არის წინსვლა. საქართველო მარტო არაა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს რეფორმების გატარებაში ნატოელი პარტნიორები მხარდაჭერას უცხადებენ. ნატო პროცესს კი არ აკვირდება, არამედ ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული და საქართველოს გვერდით დგას. ნატო-ში მინისტერიალზე ყველა მინისტრმა აღვნიშნეთ საქართველოს პროგრესი. იყო მეგობრული გარემო და ყველას გვქონდა პოზიტიური განწყობა. აღინიშნა, რომ საქართველომ რეფორმების გზა უნდა გააგრძელოს და ნატო ასპირანტი ქვეყნის მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველო რეგიონში ლიდერია. ლიდერია დემოკრატიის კუთხით და არამარტო ევროინტეგრაციის მიმართულებით, არამედ სხვა ასპექტების გამოც“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42