,,აღმოსავლეთ პარტნიორობა - განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები“ - თენგიზ ფხალაძემ ლატვიაში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
პოლიტიკა - 19:22, 07 Dec, 2017     730

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში "აღმოსავლეთ პარტნიორობა - განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები“, რომელიც ლატვიაში, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საელჩოების, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპული კომისიის თანამშრომლობით ჩატარდა.
თენგიზ ფხალაძემ თავისუფალი და უსაფრთხო ევროპის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოება საქართველოს მონაწილეობის გარეშე ვერ განხორციელდება.

პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის განცხადებით, საქართველოს განვითარების გზა, ევროპული გზაა და საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც ეს არჩევანი ეჭვქვეშ არასოდეს დაუყენებია.

პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს როლის, ეკონიმიკური თანამშრომლობის პერსპექტივების, თავისუფალი ვაჭრობის, საქართველოს, როგოც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი "ხიდის" შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატების საუკეთესო მაგალითია და მასთან მიმართებაში უფრო აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული პრინციპი "მეტი-მეტისათვის".

"დღეს მნიშვნელოვანია მეტი პრაქტიკული მექანიზმი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას, მოქალაქეებს, ბიზნესს ერთმანეთთან დაახლოებს. ბრიუსელის სამიტი არ იყო ყველაზე წარმატებული, მაგრამ მისი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია, მათ შორის პრაქტიკული თანამშრომლობის ნაწილში.

ევროკავშირი დღეს გამოწვევების წინაშეა, მაგრამ ამ სირთულეებმა არ უნდა შეგვაშინოს. ჩვენი მიზანი ევროკავშირის წევრობაა და საქართველო გამოიყენებს, როგორც ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ყველა სხვა, შესაძლო ინსტრუმენტს ამ მიზნის მისაღწევად", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

ლატვიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ლატვიის პრეზიდენტის საგარეო მრჩეველს მაია მანიკას შეხვდა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგები, ასევე ნატო-ს მომავალი სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილა.

თენგიზ ფხალაძემ, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, მადლობა გადაუხადა ლატვიის პრეზიდენტის საგარეო მრჩეველს ყველა საერთაშორისო ფორმატში ლატვიის მიერ საქართველოს პოზიციების დაცვისა და მხარდაჭერისათვის.

თენგიზ ფხალაძემ ლატვიელ კოლეგასთან კონკრეტულ პროექტებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილა. მათ შორის, სამი ზღვის თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს მონაწილეობა, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42