გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსი „თბილსერვის ჯგუფმა“ დაასუფთავა
პოლიტიკა - 19:13, 07 Dec, 2017     1106
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, საგამოძიებო უწყებებმა დღეს მუშაობა დაასრულეს და „თბილსერვის ჯგუფმა“ ტერიტორია დაასუფთავა.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ხვალიდან, თბილისის მერიის ლაბორატორია საცხოვრებელ კორპუსს შეამოწმებს და დაადგენს, თუ რამდენად შეესაბამება ის უსაფრთხოების ნორმებს.

კახა კალაძის განცხადებით, თუ დადგინდა, რომ კორპუსი ავარიულია, პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შესაბამისი სამუშაოები განხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, კორპუსის შემოწმების შემდეგ დაიწყება.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ისნის რაიონის გამგებელს, კახა ლაბუჩიძეს იმისთვის, რომ ყოველდღიურ რეჟიმში აქვს კომუნიკაცია დაზარალებულ ოჯახებთან. კიდევ ერთხელ მინდა დავამშვიდო ისინი და ვუთხრა, რომ თბილისის მერია, ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის პრობლემები, რომელიც მათ აწუხებთ, მოწესრიგდება და ძალიან მალე მოგვარდება. არსებული საცხოვრებელი ფართები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. უახლოეს პერიოდში, შესაბამისი სამსახურები სამუშაოების განხორციელებას დაიწყებენ, მოვაწესრიგებთ ყველაფერს და კორპუსს პირველადი სახე მიეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42