უჩა ნანუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ორი სარჩელით მიმართა
პოლიტიკა - 18:33, 07 Dec, 2017     1047
2017 წლის 6 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ორი კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

პირველ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის ინსტიტუტი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა თავისი სიმკაცრით უტოლდება სისხლის სამართლებრივ სასჯელს და აშკარად შეუსაბამოა ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევებისთვის ასეთი მძიმე, ერთმნიშვნელოვანად სისხლის სამართლებრივი ბუნების მქონე სასჯელის გამოყენება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე–17 მუხლს, რომელიც კრძალავს ღირსების შემლახველი სასჯელის გამოყენებას.

მეორე კონსტიტუციურ სარჩელი სასამართლოში შეტანილ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის და „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის კოალიციის“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. მოცემულ შემთხვევაში სადაო ნორმას წარმოადგენს 2017 წლის 8 თებერვალს მიღებული „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მე-2 მუხლი. სადავო ნორმით დადგენილია, რომ მართლმსაჯულების რეფორმის ე.წ. „მესამე ტალღის“ მიღებამდე მოსამართლეთა მიმართ დაწყებული დისციპლინური საქმეების წარმოება, აგრეთვე მის ამოქმედებამდე ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების საქმეთა წარმოება ცვლილებამდე არსებული ძველი წესით წარიმართება.

კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა აზრით, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების მიუხედავად, აღსანიშნავია ის გარკვეული პოზიტიური ცვლილებები, რომლებიც ე.წ. მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღის“ ფარგლებში განხორციელდა. თუმცა, ამ კონტექსტში პრობლემურია „მესამე ტალღის“ საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ნორმა, რომლის თანახმადაც, ცვლილებების ამოქმედებამდე დაწყებული დისციპლინური საქმეების წარმოება, აგრეთვე, მის ამოქმედებამდე ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების საქმეთა წარმოება წარიმართება ცვლილებებამდე არსებული წესით. ამგვარი ბლანკეტური ნორმა დისციპლინური სამართალწარმოების მონაწილე კონკრეტულ პირებს უზღუდავს შესაძლებლობას, ისარგებლონ ყველა იმ გაუმჯობესებული წესით, (განხილვის ვადების განსაზღვრა, პროცესი გამჭვირვალობა და ა.შ.) რომლებიც გათვალისწინებულ იქნა ე.წ „მესამე ტალღით“. გაუგებარია, რა ლეგიტიმური ინტერესით არის გამართლებული გარკვეული პერიოდი დისციპლინურ სამართალწარმოებაში პირების დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენება ყველა იმ გაუმჯობესებულ წესთან მიმართებით, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებით იქნა განსაზღვრული.

კონსტიტუციური სარჩელის ავტორები, ასევე ითხოვენ საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩეროს სადავო ნორმის მოქმედება, ვინაიდან, მისმა მოქმედებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს დისციპლინური სამართალწარმოების მონაწილე და დაინტერესებულ პირებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, სახალხო დამცველს და კოალიციას მიაჩნიათ, რომ ამგვარი დიფერენცირება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლით დაცულ თანასწორობის უფლებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42