GWP-ს თანამშრომლებს ნარკოტესტირებას უტარებენ - რას აცხადებს „თეთრი ხმაური“ და რას პასუხობს კომპანია
პოლიტიკა - 13:44, 07 Dec, 2017     1481
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ინფორმაციით, კომპანია GWP-ს თანამშრომლები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ნარკოტესტირებაზე გადაჰყავთ. ამავე წყაროს თქმით, რამდენიმე დღის წინ ინციდენტი მოხდა - ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდგინდა მარიხუანას მოხმარება, რის გამოც ის სამსახურიდან გაუშვეს. „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ აღნიშნულს თანამშრომლების დაშინებად აფასებს.

„მათ შეიძლება, ლუკმა-პური დაკარგონ, რადგან შეიძლება, „ამოვარდეს“ მცირე ალკოჰოლი და ნარკოტიკული საშუალების მოხმარება. ეს უმსგავსო საქციელია კომპანიისგან,“ - აცხადებს დავით სუბელიანი.

აღნიშნულ ფაქტს კომპანია GWP-ის განცხადებით გამოეხმაურა და თანამშრომლების შემოწმების მიზნად უსაფრთხოების დაცვისა და პრევენცია დაასახელა:

„ჯორჯიან უთერ ენდ ფაური ეხმაურება თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტის დავით სუბელიანის განცხადებას და აცხადებს, რომ ჯივიპი არის ქვეყნის სტრატეგიული ობიექტი, რომელიც სასმელი წყლით უზრუნველყოფს ქალაქ თბილისს. თანამშრომელთა უმეტესობა ყოველდღიურად ასრულებს მაღალი რისკის შემცველ ტექნიკურ სამუშოებს, მართავს მძიმე სპეცტექნიკას და მუშაობს მიწისქვეშა კომუნიკაციებზე. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ თითოეული თანამშრომლის სიცოცხლის უსაფრთხოებაზე, ასევე იმ არეალზე, სადაც მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. სტრატეგიულ ობიექტებზე, რისკის შემცველი სამუშაოს შესრულების დროს სახიფათოა თანამშრომლების მიერ ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენება.

გამოვლინდა რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა, როდესაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თანამშრომლები ასრულებდნენ სწორედ ასეთი ტიპის ტექნიკურ სამუშოებს. მათი და მათ გვერდით მომუშავე თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვის და პრევენციის მიზნით, კომპანიამ შეამოწმა მათი მდგომარეობა.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის პრიორიტეტია თითოეული თანამშრომლისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42