„მანდატურებს მჭიდრო კავშირი ექნებათ საპატრულო სამსახურთან, სკოლაში ფსიქოლოგებიც ჩაინერგებიან“
პოლიტიკა - 13:35, 07 Dec, 2017     1297

განათლების სისტემაში ცვლილებები იგეგმება, რაც უწყებათაშორისი კომისიის შექმნასა და მანდატურების ინსტიტუტის საპატრულო პოლიციასთან მჭრიდრო კავშირის დამყარებას გულისხმობს.

„შევხვდი შს მინისტრს და გადავწყვიტეთ, რომ შეიქმნას უწყებათაშორისი ჯგუფი, სადაც შევლენ სხვადასხვა სამინისტროები, მათ შორის, განათლების, შინაგან საქმეთა, იუსტიციის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდული თემატიკით არიან დაინტერესებულნი, რომ მოხდეს ჩამოყალიბება სტრატეგიის, რათა მსგავსი ტრაგედია არ განმეორდეს.

პირველ რიგში, საკითხი ეხება სკოლებში უსაფრთხოებას, მანდატურების სამსახური გადაიხილება, მოხდება ფუნდამენტური შესწავლა, გაძლიერდება და მჭიდრო კავშირი დამყარდება მანდატურსა და საპატრულო პოლიციის შორის. საპატრულო პოლიციის დანიშნულება იქნება მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაკვეთილების შემდეგ დროისთვის,“ - აღნიშნა განათლების მინისტრმა, თუმცა კითხვა, როგორ მოხდება პატრულილება ამაზე დეტალურად არ ისაუბრა. ამასთან, ჩხენკელის განცხადებით, პატრულირება მთელი ქვყენის მასშტაბით მოხდება, ჩვენი მიზანია, რომ უკლებლივ ყველა სკოლა იყოს უსაფრთხო. ახლა მიმდინარეობს შესწავლა,” – აღნიშნა ჩხენკელმა.

განათლების მინისტრის განცხადებითვე, ყველა სკოლაში ფსიქოლოგთა ჯგუფი იმუშავებს

„პრობლემა ძალიან სერიოზულია და სერიოზულ შესწავლას მოითხოვს. მქონდა შეხვედრები ცნობილ ფსიქოლოგებთან, რომლებიც ბავშვთა ფსიქოლოგიის მიმართულები მუშაობენ, აქვთ კვლევბი და სამუშო გამოცდილება და ძალიან საინტერესო გეგმები დავსახეთ. სკოლებში იქნებიან ფსიქოლოგები. ასევე, მინდა გითხრათ იმისთვის, რომ ყველა სკოლა მოვიცვათ, ჩართულნი იქნებიან არამხოლოდ პროფესიონალი ფსქიოლოგები, არამედ ფსქილოგიის მიმართულების საუკეთესო მაგისტრანტები და დოქტორანტები,” - განაცხადა ჩხენკელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42