„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა , რომელიც გახლავთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღმასრულებელი ორგანო გამოსცა რეზოლუცია, საქმე ეხება აზერბაიჯანის მოქალაქე, ილგარ მამადოვს, მის საქმეზე დადგინდა მე 18 - მუხლის დარღევა , ისევე როგორ ვანო მერაბიშვილის საქმეზე და მინისტრთა კომიტეტი სთხოვს აზერბაიჯანის ხელისუფლებას უპირობო და დაუყონებლივ გათავისუფლებას. ილგარ მამედოვი ვანო მერაბიშვილის მსგავსად ციხეში იმყოფება 2013 წლის პირველი ნახევრიდან , მას ვანო მერაბიშვილის მსგავსად 2014 წელს გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი. მიუხედავად ამისა მინისტრთა კომიტეტი მიუთითებს , რომ მე 18 მუხლის დარღევის შემთხვევაში ყველა განმცხადებელი თავისუფლდება და მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას , დაუყონებლივ გაათავისუფლოს მე 18 მუხლით დარღვეული განმცხადებელი.
ეს არის ასევე მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართაც , ვინაიდან ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ, უფრო მაღალი ლეგიტიმაციის სასამართლომ , ვიდრე ეს იყო მამედოვის შემთხვევაში დაადგინა მე 18 მუხლის დარღევა. დაადგინა, რომ ხელისუფლება იყენებდა მერაბიშვილის პატიმრობას პარტიის თავმჯდომარეზე.
ინფორმაციის გამოძალვის მიზნით და შესაბამისად ეს არის იგივე მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისადმი ვინაიდან იდენტური არის საქმეები და შემთხვევები. ორივე შემთვევაში დადგინდა მე 18 მუხლის დარღვევა და თუ ჩვენ არ გვინდა საქართველოს ხელისუფლების უკანონო მოქმედებებმა დააზიანოს ქვეყნის ინტერესები საზოგადოებამ უნდა მოვუწოდოთ , ჩვენს ხელისუფლებას დროულად გადადაგს შესაბამისი ნაბიჯები და უზრუნველყოს მერაბიშვილის უპირობო და დაუყონებლივი გათავისუფლება სასჯელ აღსრულების სისტემიდან.“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






