დირექტორი მასწავლებლებს შეურაცხყოფას მოსწავლეების თანდასწრებით აყენებდა - დისკრიმინაციის ფაქტი 67-ე სკოლაში
პოლიტიკა - 12:47, 07 Dec, 2017     4724

2017 წლის 4 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განსხვავებული შეხედულების ნიშნით შევიწროების და პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თაობაზე მიმართა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებლები არიან სსიპ თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები, რომლებიც იმყოფებიან სხვა მასწავლებლებთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც დირექტორისგან განსხვავებული მოსაზრებები დააფიქსირეს. კერძოდ, ც.ნ-მა და ლ.კ-მა სამეურვეო საბჭოზე საჯაროდ დაუჭირეს მხარი იმ კანდიდატს, რომელსაც არ ემხრობოდა დირექტორი. ხოლო ქ.ა. ასოცირდება სკოლის წინა დირექტორთან. აღნიშნულმა განაპირობა განმცხადებლებისთვის საათობრივი დატვირთვის შემცირება.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სკოლაში ხშირი იყო შევიწროების ფაქტები - დირექტორის და შეურაცხყოფას აყენებდა მასწავლებლებს, რასაც არ მოჰყოლია დირექტორის მხრიდან რეაგირება. ასევე, დირექტორი უთვალთვალებდა მასწავლებლებს გაკვეთილებზე, მოსწავლეების თანდასწრებით აყენებდა შეურაცხყოფას და აკნინებდა მასწავლებლების ავტორიტეტს.

სახალხო დამცველმა სამინისტროს მოუწოდა, რომ 67-ე საჯარო სკოლაში აღმოფხვრას საათების განაწილების დისკრიმინაციული პრაქტიკა, საქართველოს საჯარო სკოლებში შეიქმნას თანასწორი და შევიწროებისგან თავისუფალი გარემო და 67-ე სკოლის დირექტორის შერჩევისას გაითვალისწინოს სკოლაში თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული გარემოს არსებობის მნიშვნელობა და უზრუნველყოს, რომ დირექტორმა საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42