სახალხო დამცველმა დემირელის კოლეჯისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმა უკანონოდ მიიჩნია
პოლიტიკა - 11:02, 07 Dec, 2017     511
2017 წლის 30 ნოემბერს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს. სახალხო დამცველმა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის როგორც კანონთან, ასევე, მისსავე ადრინდელ პრაქტიკასთან. სახალხო დამცველის შეფასებით, გადაწყვეტილების მიღება შპს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ მოხდა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გარეშე და ისეთი გარემოებების საფუძველზე, რომლებიც არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. დარღვეულია, აგრეთვე, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების მითითების გზით აქტის წერილობითი დასაბუთების ვალდებულებაც. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ პროცესში სკოლა არ შეაფასეს 2017–2018 წლების სასწავლო გეგმით, ხოლო აქცენტი მთლიანად გადაიტანეს წარსულ პერიოდზე, რის გამოც პროცედურამ ავტორიზაციის პირობების შემოწმების სახე მიიღო, რაც სრულიად განსხვავებულ სამართლებრივ ინსტიტუტს წარმოადგენს.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ძირითადად ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტთა მითითებას მაშინ, როცა ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში ფაქტების შეფასება, ხშირ შემთხვევაში, სცილდება სტანდარტის შესაბამისი პირობის ფარგლებს, რამდენიმე ფაქტი კი, სამართლებრივად არასწორად არის შეფასებული. ამასთან, საბჭოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია დაწესებულების მიერ წარმოდგენილ არგუმენტირებულ პოზიციას თანდართული დოკუმენტაცია, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სხვადასხვა საკითხის ობიექტურად შესწავლისთვის. ხშირ შემთხვევაში, ბუნდოვანია, ავტორიზაციის რომელი სტანდარტის დარღვევად განიხილავს საბჭო შესაბამის ფაქტობრივ გარემოებას მაშინ, როცა ავტორიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების საზომი თითოეული სტანდარტის ცალ-ცალკე დაკმაყოფილებაა.

სახალხო დამცველის მითითებით, არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლა-შეფასებას და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას საბჭოს პირდაპირ ავალდებულებს როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ისე საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება.

გასათვალისწინებელია, რომ საბჭოსთვის პრობლემურ საკითხებს წარმოადგენდა, მეტწილად, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საფუძვლად არსებული დარღვევები. სახალხო დამცველის შეფასებით, კონკრეტული პირების მიერ ჩადენილი მსგავსი ქმედებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვერ გახდება დაწესებულებისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან ავტორიზაციის მიზანია სკოლის ინსტიტუციური შეფასება და იგი არ წარმოადგენს სადამსჯელო მექანიზმს. ავტორიზაცია უნდა ემსახურებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციურ შეფასებას. მისი მეშვეობით უნდა დადგინდეს, თუ რამდენად არის სკოლა, როგორც ინსტიტუტი, ორიენტირებული განათლების სფეროში არსებული ეროვნული მიზნების მიღწევაზე და რამდენად იძლევა მისი რესურსები აღნიშნული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას. დაწესებულების გარე შეფასების აღნიშნული მექანიზმი წარმოადგენს სკოლის მუდმივი გაუმჯობესების პროცესის ხელშემწყობ საშუალებას და გამიჯნულია წმინდა ადმინისტრაციული შემოწმებისგან. მნიშვნელოვანია, რომ ავტორიზაცია სწორედ ზემოაღნიშნულ მიზნებს ემსახურებოდეს, რასაც, სახალხო დამცველის შეფასებით, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის საკითხის განხილვის პროცესი გასცდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42