„ნაციონალური მოძრაობა“ ლექციებს და ნოტაციებს გიკითხავთ, „ქართულო ოცნება“ გილოცავ, რადგან ეს დაიმსახურეთ. ზრდასრული ადამიანი ადა მარშანია რას ვხედავ? – სხდომათა დარბაზში ბოკერია გვიზის, რომელიც დეპუტატია. თქვენ აქ არ უნდა იჯდეთ ბატონო ბოკერია, თქვენ იცით ეს თუ არა? და იცით, რა იქნებოდა შესანიშნავი ფაქტი პარლამენტის ამ შენობაში? რომ აქ დავიწყოთ ჩვენ სამართლიანობის აღდგენა და სიმართლის თქმა და სინდისიერი მოქმედება.იცით, რა იქნებოდა კარგი? თქვენ რომ ამ ტრიბუნაზე ამობრძანდეთ, ბოდიში მოუხადოთ სრულიად საქართველოს იმ ცხრა წლის გამო, დადოთ მანდატი თქვენი, აი, აქ და წახვიდეთ სახლში. ეს პირადად თქვენი გასაკეთებელი საქმეა, რამდენიმე დღეში აი, ამათი მინისტრები, ქართული ოცნების მინისტრები რომ არიან, თქვენთან უნდა მოვიდნენ საბრალდებო დასკვნით, რომელიც დიდი ხანია, დაწერილი უნდა ჰქონდეთ. მივმართავ ქართულ ოცნებას, როდემდე ვიცხოვროთ ჩვენ ასე, ბატონებო? ჩვენ არც დებატებში ვღებულობთ მონაწილეობას, არც კითხვებს ვსვამთ და არც პასუხები გვაინტერესებს. ვრწმუნდები, რომ ჩვენი აქ ყოფნა ფუჭია. რით ვარ დაკავებული, ბოლომდე ვერ გავიგე. ვითომ, ქვეყანაში პარლამენტი გვაქვს. თქვენ და ლომაია განათლების დარგს თავს რომ დაესხით, ეს ცნობილია და ამ დარგის ნგრევა კვლავ მიმდინარეობს“- განაცხადა ადა მარშანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






