„ჰოი, საოცრებავ! - შემცირების შემდეგ ხარჯები ისევ გაზრდილია“ - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 15:54, 06 Dec, 2017     2028

საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის სტრუქტული ცვლილების კანონპროექტი პოლიტიკური დებატების მთავარი თემაა. ოპოზიციას მმართველ გუნდთან კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენს დაზოგავს სახელმწიფო ამ ცვლილებების შედეგად და რამდენი ადამიანით შემცირდება საჯარო მოხელეთა რიგებში.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ კონკრეტულ ციფრებთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს და ეს შესაძლებელი მხოლოდ ცვლილებების განხორციელების შემდეგ გახდება. შესაბამისად, 2018 წლის ბიუჯეტში ეს ასახული არაა და მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები მოგვიანებით აისახება.

ეს განცხადება ოპოზიციის მხრიდან მწვავე განცხადებების საბაბი გახდა, „ევროპული საქათველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლება ცვლილებებს ისე ანხორციელებს, რომ თავად არ აქვს გარკვეული, რა და როგორ უნდა მოხდეს. ბოკერიამ შეკითხვით შალვა თადუმაძეს მიმართა:

„ახლა გაირკვა, რომ მთავრობას შეუძლია, გაერთიანებების შედეგად შემცირება მოახდინოს, მაგრამ ჰოი, საოცრებავ! - საერთო ჯამში, ხარჯები ისევ გაზრდილია. ჩემმა ერთმა მეგობარმა იხუმრა, მხოლოდ „ოცნების“ მთავრობას შეუძლია, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი გაზარდოსო. თქვენ არ გეუბნებოდნენ ამას? დაგიმალეს? ამ დღეებში შეიტყვეთ თუ რაშია საქმე? როგორ მოხდა, რომ კომიტეტის სხდომაზე არაფერი გვითხარით და მთავრობამ ახლა წარმოგვიდგინა შემცირებული ხარჯები,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42