რომელ ადგილებზე გააუქმდა ავტომობილების პარკირება
პოლიტიკა - 15:32, 06 Dec, 2017     2893
თბილისის მერიის ინფორმაციით, ტროტუარებზე ავტომობილების პარკირების კიდევ 101 ადგილი გაუქმდა.

"ქვეითების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის თბილისის მთავრობამ ტროტუარებზე ავტომანქანების პარკირების კიდევ 101 ადგილის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

ტროტუარებზე ავტომანქანების პარკირების ყველაზე მეტი ადგილი შემცირდა: გრიგოლ რობაქიძის გამზირის კორპუს 2ა-2ბ-სთან - 21 ერთეული და ვაჟა-ფშაველას გამზირის N30-ის მიმდებარედ - 23. სულ ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებულ ტროტუარებზე ავტომანქანების დგომის 65 ადგილი შეიზღუდა. ასევე, ჭავჭავაძის N37-თან ტროტუარებზე პარკირების 12 ადგილი გაუქმდა. ანალოგიური ცვლილებები შეეხო ყაზბეგის გამზირის N9ა-ში არსებულ პარკირების სამ ადგილსაც.

თბილისის მერია ქვეითთა უსაფრთხოების სტანდარტების ასამაღლებლად, ტროტუარებზე პარკირებას ეტაპობრივად აუქმებს. 2014 წელს ქვეითთა სავალ ზოლზე არსებული 2 200 ადგილიდან დღეისთვის, სულ 924-ია დარჩენილი.

პარალელურად, დედაქალაქის საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა უბანში, ავტომობილების 186 სადგომი ადგილი დაემატა, მათ შორის, რიყის ტერიტორიაზე - 105, წინანდლის ქუჩაზე - 30, ხოლო ვირსალაძისა და ხიდის ქუჩებზე, სადაც ამჟამად, მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, ჯამში 40 ადგილი.

მითითებულ მისამართებზე მერია პარკირების ადგილებს შშმ პირთათვის გამოყოფს" - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42