„საქართველოსთან პარტნიორობა ნატო-სთვის ძალზედ მნიშვნელოვანია“ - იენს სტოლტენბერგი
პოლიტიკა - 14:21, 06 Dec, 2017     988
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მისი და ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ხაზი გაუსვა საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობას.

„მე გამოვხატე ჩემი და ნატო- საქართველოს პარტნიორობის მიმართ ჩემი და ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა. საქართველოსთან პარტნიორობა ნატო-სთვის და საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, ჩვენ ვახორციელებთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარადჭერას, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე მივესალმებით რეფორმებს, რომელზეც საქართველოა ფოკუსირებული. საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს კანონის უზენაესობას და დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობას. ჩვენ მივესალმებით აღნიშნულ რეფორმებს და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას. ასევე მსურს აღვნიშნო. რომ საქართველო ნატო-ს მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო მონაწილეობს ნატო-ს სხვადასხვა მისიებსა და ოპერაციებში და ჩართულია ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველო 900-მდე სამხედროთი, ერთერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია ავღანეთში. ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას და მოუთმენლად ველი ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრას ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად.“- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

თავის მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის, როგორც ნატოში ინტეგრაციის, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჯანელიძის განცხადებით "საქართველო როგორც ასპირანტი ქვეყანა მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე" და გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს პროგრესი ალიანსში ინტეგრაციის გზაზე. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ისევე როგორც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. "ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვან საფუძველს ემყარება, ჩვენ ერთად ვმუშაობთ შავი ზღვისა და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამაყები ვართ, რომ წვლილი შეგაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს კონტრიბუციას. მოხარულნი ვართ, რომ დღეს გვექნება შესაძლებლობა, რომ შევხვდეთ ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში და განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები და ასევე ვისაუბროთ ღია კარის პოლიტიკაზე და საქართველოს მისწრაფებებზე“ - განაცხადა ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძის და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელსაც ალიანსის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42