უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და მიხეილ სააკაშვილის საქმე - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ უკრაინაში არსებული ვითარება ამ ქვეყნის შიდა საქმეა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხი საქართველოს მმართველი გუნდისთვის პოლიტიკური კი არა, სამართლებრივია.
„უკრაინაში მიმდინარე პროცესები, პირველ რიგში, უკრაინის სახელმწიფოს შიდა საქმეა. რასაც ვხედვათ, ბატონი სააკაშვილი, მომხრეებთან ერთად, უკრაინის საზოგადოებას სთავაზობს რევოლუციას. თუ რამდენად მისაღებია ეს რევოლუცია უკრაინელებისთვის, მათი გადასაწყვეტია. ჩვენი გუნდისთვის ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს არის სამართლებრივი საკითხი - როგორც იცით, სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურას მოთხოვნა გაგზავნილი აქვს. გუშინ ჩვენ მოვსმინეთ უკრაინის ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ექსტრადაცია ამ ეტაპზე არ განიხილება, რადგან თავად უკრაინის კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებითაა სისხლის სამართლის საქმე აღძრული. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ უკრაინას, როგორც პარტნიორს, ვუსურვებთ მოვლენების მშვიდობიან განვითარებას,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ
მასალის გამოყენების პირობები






