გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა
პოლიტიკა - 12:29, 06 Dec, 2017     984
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს - იან კელის შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს დირექტორი მაიკლ მაკმენი და ოფიცერი პოლიტიკურ საკითხებში რაიან კოენიგი.

შეხვედრის მთავარი თემა იყო ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვრის მართვის, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის, კიბერდანაშაულის, საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით, აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.

გიოგი გახარიამ აშშ-ს ელჩს სამინისტროს განვითარების მისეული ხედვა და რეფორმები გააცნო, რომლებიც მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში არის დაგეგმილი. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, რეფორმები სამი ძირითადი მიმართულებით განხორციელდება: საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია და საზღვრის მართვა. გარდა ამისა, ასევე, დაგეგმილია მნიშვნელოვანი ღონისძიებები სხვა მიმართულებებით, მათ შორის, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისა და შსს-ს აკადემიის შესაძლებლობების გაზრდის კუთხით.

„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრის დროს, ჩვენ განვიხილეთ ის სტრუქტურული რეფორმები, რომლის განხორციელებასაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ვგეგმავთ. გამოვკვეთეთ აქცენტები, რა მიმართულებითაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი თანამშრომლობა. ეს გახლავთ საზღვრის დაცვა, საპატრულო პოლიციის და კრიმინალური პოლიციის სტრუქტურული რეფორმები. ეს ის მიმართულებებია, რომლებშიც ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა აღგვითქვეს დახმარება და გამოცდილების გაზიარება. ჩვენ ვგეგმავთ, თანამშრომლობის განვითარებას. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეხვედრაზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერის აუცილებლობას ამ რეფორმების განხორციელებისა და ზოგადად, ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აშშ-ს სამართალდამცავი უწყებები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს არასრულწლოვნთა დანაშაულის პრევენციის კუთხით გამოცდილებას გაუზიარებენ.

თავის მხრივ, აშშ-ს ელჩმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერას სისტემის რეფორმირების პროცესში და მიესალმება სამინისტროს მიერ დაგეგმილ ინიციატივებს.

„ჩვენი თანამშრომლობა ყოველთვის წარმატებული იყო და იმედს გამოვთქვამთ, რომ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობის პირობებში, ამ თანამშრომლობის ფარგლები და შინაარსი კიდევ უფრო გაფართოვდება. ჩვენი ორმხრივი ინტერესია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფექტურად მუშაობდეს და ქართველი ხალხის საჭიროებებს ამომწურავად პასუხობდეს. შესაბამისად, მე მზად ვარ განვაგრძო მინისტრთან თანამშრომლობა, ამ მიმართულებით“,- განაცხადა იან კელიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42