კალაძემ კონფერენციაში-„ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ დონეზე: სტრატეგიები და მექანიზმები“ მონაწილეობა მიიღო
პოლიტიკა - 12:07, 06 Dec, 2017     932
თბილისის მერმა კახა კალაძემ კონფერენციაში „ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ დონეზე: სტრატეგიები და მექანიზმები“ მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში, თბილისის მერმა პირისპირ შეხვედრა ევროპის საბჭოს „ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის“ გენერალურ მდივან ანდრეას კიფერთან გამართა. კახა კალაძემ ანდრეას კიფერს კონგრესის საქმიანობისთვის და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების საქმეში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კონფერენციაზე კახა კალაძემ მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა და ქალაქის სწორი და ეფექტური განვითარებისთვის ეთიკური და გამჭვირვალე მმართველობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისივე თქმით, გამჭვირვალე და პასუხისმგებლიანი მმართველობის მიმართულებით საქართველოს პროგრესი აღსანიშნავია, თუმცა ამ კუთხით გაუმჯობესების შესაძლებლობა კვლავაც არსებობს.

„ადგილობრივ დონეზე ამ პროგრესის ერთ-ერთი ნაწილი საკანონმდებლო რეფორმა იყო. 2015 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ საჯაროდ სავალდებულო პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა. დაწესდა ვადები, როგორც მერთა წლიური ანგარიშების, ასევე გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდებისთვის. ეს ცვლილებები ასევე, მოიცავდა სამოქალაქო ჩართულობას - მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თბილისში მუნიციპალური მომსახურების პროცესი ღიაა. შესყიდვები სრულად გამჭვირვალედ ხორციელდება. მიწოდებული მომსახურებისა და გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოქალაქის მიერ და პასუხის გასაცემად მუნიციპალიტეტს მკაცრი ვადები აქვს დაწესებული. თბილისის მერი ბიუჯეტის თითოეული ლარის დახარჯვის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას თავად წარუდგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიება ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ეგიდით, „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან“ პარტნიორობით ჩატარდა, რომლის მიზანი რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობისა და ტერიტორიული რეფორმების გაუმჯობესებისათვის, ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხის გაღრმავება და კარგი პრაქტიკის ხელშეწყობაა.

ორდღიან სამუშაო სესიებში აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის წარმომადგენლები მონაწილეობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42