„ეს არ არის „მიხო-მაიდანი“, მე აქ ხალხისთვის ვარ!“ - სააკაშვილის ახალი მიმართა უკრაინელებს
პოლიტიკა - 11:50, 06 Dec, 2017     1927

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ უკრაინაში მშვიდობიანი გზით მოხდება ოლიგარქების დიქტატურის დასრულება და გაიმარჯვებს თავისუფლება.

სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს სურდა პროვოკაციის მოწყობა და ძალის დემონსტრირება, მაგრამ ეს არ გამოუვიდა:

„იური ლუცენკოს არ მივიჩნევ უკრაინის გენერალურ პროკურორად, მას არ აქვს იურიდიული განათლება და არ აქვს უფლება, მუშაობდეს ამ თანამდებობაზე, განსაკუთრებით, მაიდანის შემდეგ, ლუცენკო - ეს არაფრისმაქნისი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტია, სწორად დაწერა კარლ ბილდტმა, არავინ მსოფლიოში ამას სიმართლედ არ მიიღებს. ის, რაც გააკეთა პოროშენკომ, მისი დასასრულის დასაწყისია, ეს არის მაფიოზური დაჯგუფების დასასრული და ახალი უკრაინის დასაწყისი.

მათ ისტერიულად სურთ, დამაშორონ ხალხს, ეს არ არის „მიხო-მაიდანი“, ეს არის უკრაინელების ბანაკი უკრაინელი ხალხისთვის, მათ სურთ, ეს აქციონ ისტორიად ჩემზე, მე აქ ხალხისთვის ვარ!

მე გამოვაცხადებ გეგმებს, მოვაშოროთ დანაშაულებრივი დაჯგუფებები და დავიწყოთ პოროშენკოს დანაშაულებრივი ჯგუფის იმპიჩმენტის საორგანიზაციო საკითხები. მათ გუშინ მოაწყვეს პროვოკაცია, თუ სურდათ ჩემი დაჭერა, არ იყო პრობლემა - დავდივარ დაცვის გარეშე. პოროშენკოს გუშინ ძალის დემონსტრირება სურდა და წააგო, დღეს სპეცსრაზმი, რომელიც თავს დაესხა ამ ხალხს, ჩემი ყურით მოვისმინე, ყველაფერი ეს ერთი ადამიანის გამო ხდებაო, ყველაფერი ეს პოროშენკოსთვის ხდებაო, ყვიროდა ის. ამიტომ, როდესაც ჩვენ ბევრი ვიქნებით, ეს ადამიანები, ეს პოლიციელები, სპეცრაზმელები, ხალხთან ერთად, პარლამენტის მხარდაჭერით, გადატრიალების გარეშე, ძალადობის გარეშე, დაამყარებენ ქვეყანაში მშვიდობას, დემოკრატიას. დაასრულებენ ოლიგარქების დიქტატურას, ჩვენ გვექნება დიქტატურა, მაგრამ კანონისა და უფლებების დიქტატურა, თავისუფლებისა და უკრაინის დიქტატურა, უკრაინელი პატრიოტების დიქტატურა, ეს არის ნამდვილი დემოკრატია, მაგრამ ოლიგარქების დიქტატურა უკრაინაში აღარ იქნება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42