„ქამრების შემოჭერა“ „ოცნებურად“ - სამინისტროების გაერთიანებით, ხელისუფლება მხოლოდ 6 ადამიანის ხელფასს ზოგავს
პოლიტიკა - 11:07, 06 Dec, 2017     2125
2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, სამინისტროების გაერთიანების შედეგად, უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის უცვლელი რჩება. პარლამენტში შეტანილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სამინისტროების გაერთიანების შედეგად, ახალ უწყებებში, საერთო ჯამში, 6 ადამიანით ნაკლები გააგრძელებს მუშაობას.

მაგალითად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში დასაქმებულია 60 ადამიანი, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრში - 775. მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის (მესამე წარდგენა) მიხედვით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანების შემდეგ, საგარეო უწყებაში დასაქმებულ პირთა რიცხოვნება 835 იქნება.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მომუშავეთა რიცხოვნება 2 203 ადამიანს შეადგენს, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროში - 1377-ს. ცვლილებების შედეგად, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინიტროში დასაქმებულთა რაოდენობა 3 568 იქნება, საბოლოო ჯამში გაერთიანებული სამინისტროში მხოლოდ 12 ადამიანით ნაკლები იმუშავებს, ამ 12 პირიდან 6 მუშაობას განაგრძობს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროში, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების დაცვის კომპონენტი უერთდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ენერგეტიკის სამინისტროს გაერთიანების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მომუშავეთა რიცხოვნება იქნება 929, ანუ ორი უწყების გაერთიანებული თანამშრომლები - ჯამში 923 ადამიანი და ის 6 პირი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში გარემოს დაცვის უწყებიდან გადაინაცვლებს. დღეს არსებული სურათით ენერგეტიკის სამინისტროში დასაქმებულია 135 ადამიანი, ხოლო ეკონომიკის სამინისტროში - 788 ადამიანი მუშაობს.

დღეის მდგომარეობით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში 346 ადამიანიმუშაობს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში - 6 762. სპორტის სამინისტროსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გაერთიანების შედეგად, კულტურისა და სპორტის სამინისტროში - 7 044, (64 ადამიანით ნაკლები) ადამიანიიმუშავებს. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეერწყმება და განათლების სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობაც სწორედ 64 ადამიანით იზრდება. კერძოდ, თუ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასაქმებულთა რიცხვი არის - 1366, რეფორმის შედეგად აღნიშნულ უწყებაში თანამშრომელთა რაოდენობა 1430 იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42