„რამდენიმე მათგანი ძალიან კეთილგანწყობილი იყო ჩვენს მიმართ, ზოგი ჩვენს მხარეს იყო. მეორე ხელბორკილი მომხსნა ესბეუშნიკმა გათავისუფლების წინ. მაინცდამაინც წინააღმდეგობა არ გაუწევიათ გათავისუფლებაზე“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ დღეს დილით მიხეილ სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვას გულისხმობს. რამდენიმე საათიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, სადაც სააკაშვილის მხარდამჭერები პოლიციას მისი საპატრულო მიკროვტობუსით გადაყვანის საშულებას არ აძლევდნენ, მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილი მიკროავტობუსიდან ძალის გამოყენებით დაიხსნეს.
მასალის გამოყენების პირობები






